"ბიბლუსი" ხშირად გვანებივრებს სხვადასხვა საინტერესო, ხელსაყრელი აქციით, გამოფენით, საჩუქრებით. ამჯერად, ძალიან კარგი საბავშვო კვირეული დაიგეგმა, რომელიც ბევრ საჩუქარს გპირდებათ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, კვირეული "ბიბლუსის" ფილიალებში 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 100-ზე მეტი, ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული საბავშვო წიგნის შეძენისას (შენაძენი უნდა იყოს აუცილებლად 20 ლარის), შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ კონკრეტული საჩუქრები.
მაგალითად, თუ შეიძენთ
თუმცა კვირეულის სიურპრიზი მხოლოდ ეს არ არის. დამატებით კიდევ 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მეორე შენაძენზე.
ხოლო თბილისში, ჭავჭავაძის 7-ში და კანდელაკის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ მისულ მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ კრაფტის ორი ბრენდს efco-ს და foliaს პროდუქცია 40%-იანი ფასდაკლებით. მაგალითად - პოლიესტერის ბურთი და ბეჭედი, თექის ფურცლები დეკორაციებისთვის, ნიღბები, ბრჭყვიალები, ჩანთები, ხის მძივები და
საბავშვო კვირეულში "ბიბლუსის" ვებგვერდიც ჩაერთო სიახლეებით - ნებისმიერი საბავშვო წიგნის შეძენისას, მომხმარებლები აქაც საჩუქრებს მიიღებენ.
კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებებიც გელით, რომლებიც ასევე არ უნდა გამოტოვოთ, მით უმეტეს, რომ უალტერნატივოა. 31 ოქტომბერს 19:00ზე ჭავჭავაძის „ბიბლუსი გალერეა“, გამომცემლობა „პალიტრა L-სა“ და „ბასტი-ბუბუს“ უმასპინძლებს. გაიმართება ახალი სათამაშოების პრეზენტაცია და „ბასტი ბუბუს შოუ“. პატარებს საინტერესო სიურპრიზები ელით. იქნება სახალისო გათამაშება და სახის მოხატვა. პროექტის მხიარულ პრეზენტაციას წაიყვანს ბაბილინა, ბასტი, ბუბუ და ბავშვები.
ერთი სიტყვით, საბავშვო კვირეული მართლა საბავშვო იქნება, მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული და თან ისეთი, მშობლებსაც რომ მოეწონებათ და გაახარებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ოფიციალურ ვებგვერდს www.biblusi.ge-ს და ფეისბუქგვერდს, სადაც ყველა სიახლის შესახებ განთავსდება ინფორმაცია.