ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ განუცხადა. გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო ბინაში ჩატარდა ჩხრეკა და აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
„მივუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს, ეს მძიმე ტრაგედიაა საქართველოსთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წრამომადგენლების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ. ჩატარებული ღონისძებების შედეგად, იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოთხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ი.ნ. დაკავებულია“, - განაცხადა საბანაძემ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს".
მისივე თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ინტერპრესნიუსი