როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტური სიტუაციები თანამედროვე ცხოვრება კომუნიკაციის მრავალ საშუალებას გვთავაზობს: მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი, სოციალური ქსელები…
ამასთან ერთად, სულ უფრო დეფიციტური ხდება ცოცხალი ურთიერთობა, გვირთულდება წარმატებული კომუნიკაციის დამყარება უახლოეს ადამიანებთან. მშობლები ამ თემებზე ხშირად ღელავენ, ბევრს ფიქრობენ, ეძებენ პასუხებს შეკითხვებზე, გამოსავალს.
ჩვენი მკითხველებისთვის უკვე კარგად ცნობილი ამონაშვილის აკადემია მშობლებისთვის, საინტერესო და საჭირო სემინარზე გიწვევთ. აკადემია გთავაზობთ ერთობლივ მსჯელობას თემებზე:
• როგორ დავხვეწოთ ურთიერთობა საკუთარ შვილებთან და ოჯახის წევრებთან;
• როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტური სიტუაციები;
• როგორ მივაწოდოთ ერთმანეთს სათქმელი;
• როგორ დავიახლოვოთ მოზარდი შვილები და აღვადგინოთ მათთან ახლო კავშირი.
20 ნოემბერს დოქტორ პაატა ამონაშვილთან ერთად მშობლები ისაუბრებენ ურთიერთობებზე, წარმატებულ კომუნიკაციის მეთოდებზე და ოჯახში საერთო ენის გამონახვაზე.