მოხუცებულებმა შეიძინეს მოსიყვარულე შვილიშვილები, უდედმამო ბავშვებმა კი პირველად იგრძნეს, თუ რა არის სიყვარული და ზრუნვა კანადაში გენიალური იდეა განახორციელეს - გააერთიანეს "მოხუცებულთა თავშესაფარი" და "ბავშვთა სახლი". შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მოხუცებულებმა შეიძინეს მოსიყვარულე შვილიშვილები, უდედმამო ბავშვებმა კი პირველად იგრძნეს, თუ რა არის სიყვარული და ზრუნვა. ექიმებმა დააფიქსირეს მოხუცებულთა ყველა სასიცოცხლო ფუნქციის გაუმჯობესება, ანთებული თვალები და ცხოვრებისადმი ინტერესის გაღვიძება.
ბავშვების გამოჩენამდე მოხუცები მუმიებს ჰგავდნენ ჩამქრალი თვალებით. ბავშვებმა კი პირველად მოიშორეს შიშის და მოწყენილობის გრძნობა, გახდნენ ხალისიანი, მხიარული და მოუსვენრები. ერთმა მხარემ მოიპოვა ოჯახი, რომელიც არასოდეს ჰქონდა, მეორემ კი ისევ იგრძნო შვილიშვილებით სავსე მშობლიური სახლის სითბო.
მართლაც ჭკვიანი ადამიანების არაჩვეულებრივი იდეაა, რომლებსაც ესმით თუ რა სჭირდებათ მარტოხელა მოხუცებს და უდედმამო ბავშვებს.