სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეები მარიხუანას ეწევიან - რა განმარტებას აკეთებს ნათია მეზვრიშვილი ახალ რეგულაციებზე - მშობლები

სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეები მარიხუანას ეწევიან - რა განმარტებას აკეთებს ნათია მეზვრიშვილი ახალ რეგულაციებზე

2018-10-30 13:41:34+04:00

ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნი არის მარ­წუ­ხე­ბის მო­ჭე­რა ყვე­ლა გა­გე­ბით გარ­კვე­უ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და სკო­ლებ­ში და სკო­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტე­ბის, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას გა­ნა­ცხა­და.

„დიახ, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნი არის მარ­წუ­ხე­ბის მო­ჭე­რა ყვე­ლა გა­გე­ბით. მე ვა­დას­ტუ­რებ აქაც, გა­რე­თაც და ყვე­ლა პლატ­ფორ­მი­დან და ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე. დიახ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­უშ­ვა მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბა პი­რად სივ­რცე­ში, სხვა­გან ყველ­გან ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მარ­წუ­ხე­ბის მო­ჭე­რას. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სკვე­რებ­ში, პარ­კებ­ში, სკო­ლებ­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბის თან­დას­წრე­ბით, ვე­რა­ვინ მო­წევს მა­რი­ხუ­ა­ნას და თუ მო­წევს და­ე­კის­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამას აქვს თა­ვი­სი ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი. არ ვიცი ახლა ჩვენ თუ იმა­ზე უნდა ვი­კა­მა­თოთ არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მა­რი­ხუ­ა­ნის მო­წე­ვა უნდა ის­ჯე­ბო­დეს თუ არ უნდა ის­ჯე­ბო­დეს. მათ შო­რის იმ ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე, რომ­ლე­ბიც თქვენ მოგ­ყავთ მა­გა­ლი­თად, რომ­ლის პრაქ­ტი­კა­საც თქვენ ძა­ლი­ან ხში­რად იშ­ვე­ლი­ებთ. არც ერთ ევ­რო­პის ქვე­ყა­ნა­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სკვე­რებ­ში, სკო­ლებ­ში, პარ­კებ­ში, ბავ­შვე­ბის თან­დას­წრე­ბით, არ­სად მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბა და­საშ­ვე­ბი არ არის. სა­ხელ­მწი­ფოს და ამ შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა, რომ და­იც­ვას მარ­თლწეს­რი­გი და და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და პირ­ველ რიგ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბას არ შე­უ­წყოს ხელი და თუნ­დაც მა­რი­ხუ­ა­ნის გავ­რცე­ლე­ბას არ შე­უ­წყოს ხელი. ეს გახ­ლავთ ამ კა­ნონპ­რექ­ტის მი­ზა­ნი და ეს არის ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი.

არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და სკო­ლებ­სა და სკო­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტე­ბის. ახლა თუ იმა­ზე ვსა­უბ­რობთ, რომ ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ყვე­ლას ყველ­გან შე­უძ­ლია მო­იხ­მა­როს და თუ იმა­ზე ვსა­უბ­რობთ და ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ საფრ­თხე­ებს, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის თუნ­დაც მა­რი­ხუ­ა­ნის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვიყ­ვა­ნოთ, ნუ მა­შინ სა­ერ­თოდ ამ დის­კუ­სი­ას აზრი არ აქვს,“ - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­ზე დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა.

თუ პირი კლი­ნი­კუ­რი თრო­ბის ქვე­შაა სა­ჭეს­თან და ამას და­ა­დას­ტუ­რებს გა­მოკ­ვლე­ვა ან ტეს­ტი, მხო­ლოდ მა­შინ და­ე­კის­რე­ბა მას სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ამ პირ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მო­იხ­მა­რა 40 ან მა­გა­ლი­თად 3 დღის წინ, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

altთუ მომავალი მამა მარიხუანას (კანაფს) ეწევა - რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ნაყოფზე

მეზვრიშ­ვი­ლის თქმით, ვიდ­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტე­ბის შე­ძე­ნა მოხ­დე­ბა, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ქვეშ მყოფ პირს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­და­ა­მოწ­მე­ბენ, თუმ­ცა ტეს­ტე­ბის შეს­ყიდ­ვის შემ­დეგ გა­და­მოწ­მე­ბა ისე­ვე მოხ­დე­ბა რო­გორც ალ­კო­ტეს­ტით ხდე­ბა.

„ტესტს აქვს ფუნ­ქცია გან­სა­ზღვროს მოხ­მა­რე­ბის დრო, ანუ რო­დის მო­იხ­მა­რა. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით ვსჯით მხო­ლოდ ისეთ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის მო­მენ­ტის­თვის იმ­ყო­ფე­ბი­ან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. ანუ მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, კლი­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. თუ პირ­მა 40 დღის წინ მო­იხ­მა­რა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და სის­ხლში ჯერ კი­დევ აქვს და მარ­თავს ავ­ტო­მო­ბილს, მაგ­რამ კლი­ნი­კუ­რად ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არ იმ­ყო­ფე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­ე­კის­რე­ბა. ეს რომ გა­და­ვა­მოწ­მოთ დღე­ის­თვის არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, შსს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი აკე­თე­ბენ ამას, მო­მა­ვალ­ში ამას ჩა­ა­ნაც­ვლებს შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტე­ბი, რო­გო­რიც გვაქვს მა­გა­ლი­თად ალ­კო­ტეს­ტი.

ეს ტეს­ტე­ბი მე­სა­მე მოს­მე­ნამ­დე იქ­ნე­ბა თუ არა, ამ ეტაპ­ზე თქმა ძნე­ლია. სა­ბო­ლოო შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი არ და­წყე­ბუ­ლა. მთა­ვა­რია, რომ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა არ გა­დავ­დოთ. ტეს­ტის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა. განაგრძეთ კითხვა