შეგიმჩნევიათ თქვენს გარეშემო ადამიანები, რომლებსაც ყურთან პატარა ნაჭდევი აქვთ? ადამიანის ორგანიზმი საინტერესო და ამოუცნობია. თითოეული ადამიანია უნიკალურია საკუთარი ნაკვეთებით და აგებულებით, იმ საინტერესო დეტალებით, რომლებიც განგვასხვავებს ერთმანეთისგან.
შეგიმჩნევიათ თქვენს გარეშემო ადამიანები, რომლებსაც ყურთან პატარა ნაჭდევი აქვთ? ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ყური და თავი ერთმანეთს უერთდება. იგი ნაყოფის განვითარების ადრეულ ეტაპზე ყალიბდება, შესაძლებელია, რომ ის არა მხოლოდ ერთ მხარეს, არამედ ორივე ყურზე ჰქონდეს ადამიანს. საინტერესო ფაქტია, რომ თუ თქვენ ამერიკაში ან გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობთ, 1%-ზე ნაკლები შანსია, ყურის ნაჭდევით დაიბადოთ.
ყურის ნაჭდევის თემაზე 1864 წელს კვლევა მოამზადა მეცნიერმა ვან ჰეუსინგერმა. აღნიშნული ნაშრომი ამერიკის მედიცინის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება. შესაბამისად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ასეთი ნაიარევით მინიმუმ 100 წლის წინაც იბადებოდნენ ადამიანები.
თანამედროვე მსოფლიოში ყურისწინა ფისტულა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ში გვხვდება, აზიაში - 4%-ში, ხოლო აფრიკაში - 10%-ში.
ამ პატარა ნაჭდევის ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს - შესაძლოა, მასში მიკრობებმა შეაღწიონ და ინფექციის კერა გაჩნდეს. ხანდახან ანთებით პროცესსაც იწვევს არხის შიგნით ჩირქოვანი მასის წარმოქმნა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვისაც აქვს ცისფერი თვალები - აქვს ეს თავისებურება...
ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ჩნდება ეს ნაჭდევი არავინ იცის. ევოლუციურმა მეცნიერმა ნილ შუბინმა მიიჩნია, რომ ეს ჩვენი "კაცობრიობის" ძველი გადმონაშთია. მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს თევზის ფარფლების ევოლუციური გადმონაშთია. რაც არ უნდა იყოს, ეს ნაჭდევები არის სრულიად უსაფრთხო და სურვილის შემთხვევაში, პლასტიკური ოპერაციით მისი მოშორება სავსებით შესაძლებელია. თუმცა რა საჭიროა? - ის გახსენებთ, რომ თქვენ უნიკალური ხართ!