როგორ უნდა შევხვდეთ 2019 წელს და როგორი წელი გველოდება - მშობლები

როგორ უნდა შევხვდეთ 2019 წელს და როგორი წელი გველოდება

2018-11-02 04:00:56+04:00

2019 წლი გარეული ღორის წელია, რომლიც ბევრ სასიკეთო მოვლენას გვპირდება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ყველა წელს თავისი სიმბოლო გააჩნია რომლიმე ცხოველის ან მითიური პერსონაჟის სახით. ასეთი სიმბოლო სულ თორმეტია: ცხვარი, მაიმუნი, ვირთხა, მამალი, ღორი, გველი, ცხენი, ძაღლი, ვეფხვი, დრაკონი, ხარი, კურდღელი.

ყოველ მათგანს თავისი მნიშვნელობა გააჩნია და ადამიანებზე ინდივილუალურად მოქმედებს.

2019 წლი გარეული ღორის წელია, რომლიც ბევრ სასიკეთო მოვლენას გვპირდება. ეს მისი მშვიდი და უშფოთველი ბუნებიდან გამომდინარე მოხდება. მოსალოდნელია ბევრი სასიკეთო ცვლილება. ხალხი ნანატრ სიმშვიდეს მოიპოვებს.

როგორი იქნება 2019 წელი

2019 წლის სიმბოლო, გარეული ღორი (ტახი), სიმშვიდითა და მოთმინებით გამოირჩევა. ამ წელს ასტროლოგები ადამიანებს დასვენებასა და ახლობელ ადამიანებთან მეტი დროის გატარებას ურჩევენ.

ძალიან კარგი პერიოდია ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის. უხვად იქნება ღორის წელიწადში ქორწილები და სასიყვარულო თავგადასავლებიც.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, აქ საქმე შედარებით რთულად არის. საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილმა სტერსმა შესაძლოა თავი იჩინოს. რისკის ზონაში უფრო მეტად უფროსი თაობა აღმოჩნდება.

2019 какого цвета животного

ღორის წელში დაბადებული ადამიანები

ამ წელს დაბადებული ადამიანები პრაგმატიზმითა და მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან. მათ ყველაზე რთული დავალებების შესრულებაც კი შეგიძლიათ დაავალოთ. დავალების შესრულებს ხარისხზე შეგიძლიათ არ იდარდოთ, ის უნაკლო იქნება. ეს ადამიანები ძალიან პუნქტუალურები არიან და ვერ იტანენ უპასუხისმგებლობას.

ღრები ძალიან მიამიტები არიან და ამის გამო ხშირად ხდებიან სხვა ადამიანების მხრიდან მანიპულაციის მსხვერპლნი. მათ მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.

ამ წელს დაბადებული ადამიანები არასდროს ხლართავენ ინტრიგებს და არასდროს იტყუებიან. ისინი შესანიშნავი მეგობრები არიან.

ღორები ოჯახში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ და ის ნახევრები არინ, რომლებიც მეორე ნახევარს არასდროს ღალატობენ და ტოვებენ. ძალიან მიზანსწრაფულები არიან და დასახული მიზნისკენ ყოველთვის დაუღალავად მიილტვიან, არ იშურებენ ძალასა და ენერგიას, ფულსაც კი.

altმათ ადამიანთა მიზიდვის საოცარი ძალა გააჩნიათ... - როგორები იქნებიან 2019 წელს დაბადებული ბავშვები

ვის გაუმართლებს 2019 წელს

год свиньи

ღორის წელი თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანს საინტერესო და მნიშვნელოვან ცვლილებას პირდება. ასტროლოგების თქმით, სასიამოვნო ცვლილებები მხოლოდ რამდენიმე ნიშანს ელოდება.

რაც შეეხება ღორებს, ისინი ამ წელს უფრო მაგრად უნდა იდგნენ, არ დათმონ პოზიციები. უნდა ერიდონ უაზრო და ზედმეტ ნაცნობობას.

2019 წლის მთავარ აუტსაიდერებად, ასტროლოგების თქმით, ვირთხები იქცევიან. ამ წელს მათ წარმატებებს არ უწინასწარმეტყველებენ, ძირითადად საქმიან სფეროში. შედარებით გაუმართლებთ პირად ცხოვრებაში.

2019 год по восточному календарю

გველებსა და ხარებს პროფესიული წინსვლა ელოდებათ. ძალიან გაუმართლებთ ფინანსური კუთხით.

ვეფხვები საკუთარ თავში ახალ თვისებებს აღმოაჩენენ. მათ ლიდერობის შანსი მიეცემათ.

თხებს სასიყვარულო, ხოლო დრაკონსა და ცხენს სასიამოვნო და საინტერესო თავგადასავლები ელოდებათ.

2019 каким будет

მაიმუნებისა და მამლებისთვის საკმაოდ მკაცრი წელი იქნება. მათ ელოდებათ როგორც დიდი სიყვარული და წარმატება, ისე ღალატი და გულისწყვეტა.

ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი იქნება ძაღლის წელში დაბადებულებისთვის. ბევრი სასიკეთო ცვლილება ელით, კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.

კატის (კურდღლის) წელში დაბადებულებისთვის აქტიური წელია. მეტად თავდაჯერებულნი და აქტიურნი უნდა გახდნენ, როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში.

როგორ შევხვდეთ 2019 წელს

2019 წელი

როგორც ყოველთვის, ახალი წლის შეხვედრა ამ წელსაც უმჯობესია ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში. ფერთა გამა ძირითადად ყვითელ-ოქროსფერი უნდა იყოს, ასევე ყავისფერი.

რაც შეეხება სუფრას - თავს ნურაფერში შეიზღუდავთ. შეგიძლიათ მოამზადოთ ყველაფერი, ხორციანი კერძები და ბოსტნეულის სალათები, იქონიეთ უხვად ხილი.