"ქორწილამდე ლუკა სიხარულისგან ფრინავდა, - ბიძაჩემის ქორწილში წავალ და სულ მათთან დავრჩებიო" - ქედაში მოხდარი ტრაგედიის დეტალები
 "ქორწილამდე ლუკა სიხარულისგან ფრინავდა, - ბიძაჩემის ქორწილში წავალ და სულ მათთან დავრჩებიო" - ქედაში მოხდარი ტრაგედიის დეტალები
1-ელ ნოემბერს ტრაგედია დატრიალდა ქედაში, სადაც ავარიას ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი მოცურდა, ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი მილს შეეჯახა. ავარიისას გარდაცვლილ 28 წლის იამზე ჯუმუშაძეს წინა დღეს ქორწილი ჰქონდა, მასთან ერთად დაიღუპა მისი მულიშვილი 15 წლის ლუკა წულუკიძე, გოგონას მეუღლე, 32 წლის ალეკო თავდგირიძე მძიმედ დაშავდა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც მოძრაობის წესების დარღვევისას ორი ან მეტი ადამიანის
სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორც ავტოკატასტროფისას გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილი, ემზარ ჯუმუშაძე ამბობს, იამზე სამი ძმის ერთადერთი და იყო:

- ჩვენში გარდაცვლილ ადამიანს არასოდეს არავინ იხსენებს ცუდად, მაგრამ რა ვქნა, რომ იამზე მართლაც საოცრება
იყო: მოსიყვარულე, ნაზი და ჭკვიანი. ოჯახი ჩაქვში ცხოვრობდა. ისინი აქ შუახევის სოფელ შუბანიდან წლების წინ გადმოვიდნენ. ოჯახში ოთხი შვილი იყო და მშობლებს ძალიან უნდოდათ მათი წინსვლისთვის შეეწყოთ ხელი. იამზე გაჭირვებას არ შეშინებია, - მიზნად დაისახა და განათლება მაინც მიიღო. კარგი ფარმაცევტი იყო, ბათუმის ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. ალეკო 2 წლის წინ გაიცნო. ქორწილი რესტორანში გადაიხადეს და სწორედ იქედან ბრუნდებოდნენ სიძის სახლში, როცა ეს ებედურება მოხდა. განაგრძეთ კითხვა
5543
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```