2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
2019 წელს პლანეტების მართვის სადავეები ყვითელი ღორის ხელში გადადის. ეს ნიშანი აღმოსავლუიი კალენდრის 12-წლიან ციკლს ასრულებს, ასე რომ, მისი მოვალეობაა შედეგების შეჯამება, კონფლიქტების მოგვარება და კორექტივების შეტანა ამა თუ იმ სფეროში.

ღორს ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს, ის ხომ ძალიან კონტაქტურ, სამართლიანი და მშვიდობიანია.

ამ წელს ადამიანები დარწმუნდებან საკუთარ ძალებში, შეძლებენ პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებების შეტანას, დაარეგულირებენ საკამათო სიტუაციას. და მოახერხებენ კარიერულ წინსვლას.

ერთადერთი სფერო, რომელსაც ამ წელს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ არის ჯანმრთელობა.

ახლა კი, რა ელოდებათ კონკრეტულ ნიშნებს ყვითელი
ღორის წელიწადში

mshoblebi

ვერძი

ვერძებისთვის ეს წელი ძალიან წარმატებული იქნება, განსაკუთრებით კარიერაში, მათ ელით ფინანსური კეთილდღეობა. მიეცემათ მოგზაურობისა და დროის ტარების საშუალება. ასევე მოსალოდნელია სერიოზული სასიყვარული ურთიერთობები.
ზამთრის დადგომასთან ერთად ვერძებმა მეტი ყურადღება უნდ მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას.

mshoblebi

კურო

კუროს მთელი 2019 წლის მუშაობაში გატარება მოუწევთ, ამიტომ უნდა გამონახონ დრო ოჯახისთვის. არ გირჩევთ მარტო მოგზაურობას, ეს დრო ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უნდა გაატაროთ.
2019 წელს კუროები მეორე ნახევარს იპოვნიან, მთავარია ხელიდან არ გაუშვან. ვინც დაოჯახებულია მატება ელის.

mshoblebi

ტყუპები

2019 წელი ტყუპებისთვის ძალიან წარმატებული იქნება. ამ წელს მათ შესაძლოა ნებისმიერი საქმე წამოიწყონ, წარმატება გარანტირებული ექნებათ.
წლის დასაწყისში განსაკუთრებით
ფინანსური კუთხით ელით წარმატებები. ასევე მოსალოდნელი იქნება ახალი პერსპექტივები.

mshoblebi

კირჩხიბი

2019 წელ კირჩხიბი თავიდან ფეხებამდე საქმეში ჩაეფლობა და საერთოდ დაივიწყებს ოჯახსა და ახლობლებს. თუმცა მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ წარმატებისათვის საჭიროა გუნდური მუშაობა, მარტო მიზნის მიღწევის შანსი ძალიან მცირე აქვთ.
კარგი იქნება, თუ დაკავდებიან სპორტით და იზრუნებენ ჯანმრთელობაზე.

mshoblebi

ლომი

2019 წელს ლომებს მარტო ყოფნა არ უწერიათ, ისინი მუდმივად ოჯახისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იქნებიან. ამ წელს მოსალოდნელია ლომები დიდი ორგანიზაციის ან კომპანიის მმართველები გახდნენ. თანამშრომლები მის ყურადღებას მოითხოვენ ისევე, როგორც ახლობლები.

mshoblebi

ქალწული

ქალწულებმა 2019 წელი ძველი შეცდომების ანალიზით უნდა დაიწყონ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ამ წელს უფრო მეტად კომუნიკაბელურები არიან, რაც დადებითად აისახება მათ სამომავლო ურთიერთობებზე, კარიერაზე.
გაზაფხულზე შესაძლოა განვითარდეს სამსახურებრივი რომანი, რომელიც დიდი ალბათობით სერიოზული შედეგით დასრულდება.
თუმცა ფრთხილად იყავით, ზაფხულში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

mshoblebi

სასწორი

სასწორს 2019 წელს დიდი სიურპრიზი ელით. ისინი საკუთარ თავში ახალ ძალებს აღმოაჩენენ. მოსალოდნელია ახალი საქმიანი ურთიერთობები.
მათი გატაცება იქნება ბიზნესი, თუმცა ნუ დაივიწყებენ ოჯახს და მეგობრებს. ამ წელს სასწორის დაოჯახებაა მოსალოდნელი. შესაძლოა ახალი საცხოვრებელის შეძენაც.

mshoblebi

მორიელი

2019 წელი მორიელისთვის საოცარი წელი იქნება. ძალიან ხელსაყრელი პერიოდია ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად. ეს ეტაპი შესაძლოა იყოს კარიერა, ბიზნესი, სწავლა. მთავარია, ირწმუნონ საკუთარი თავის, თუმცა წლის მეორე ნახევარში ცოტა უიღბლო პერიოდია მოსალოდნელი, ამ დროისთვის ცოტა მოდუნდით და დაისვენეთ.

mshoblebi

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა ეს წელი მაქსიმალურად უნდა დაუთმონ ოჯახსა და ახლობლებს. წლის დასაწყისში მოსალოდნელია მატება ოჯახში.
შემოდგომით მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობები.

mshoblebi

თხის რქა

ღორის წელი თხის რქისთვის დიდი ცვლილებების წელი იქნება. შესაძლოა ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილდებენ, ან იყიდონ ახალი საცხოვტებელი. წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, თუმცა ეს მალე მოგვარდება.

mshoblebi

მერწყული

მერწყულებისთვის ეს წელი სირთულეების წელი იქნება. მათ ბევრი საკითხის გადაჭრა და მოგვარება ელით. მოსალოდნელია სერიოზული კონფლიქტები და ფინანსური სირთულეები, მაგრამ ნუ შეშინდებით, წლის ბოლოსთვის ყველაფერი მოგვარდება.

mshoblebi

თევზები

ამ წელს თევზები მიაღწევენ ისეთ მიზნებს, რაზეც არასდროს უოცნებიათ. მათ დააფასებენ, როგორც პროფესიონალებს. მარტში შესაძლოა დიდი ორგანიზაციის მმართველები გახდნენ. ძალიან კარგი წელი იქნება ოჯახური ურთიერთობებისთვის.
ერთადერთი, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საკუთარ ჯანმრთელობას, ბანალური გაციებაც კი შესაძლოა მათთვის სახიფათო აღმოჩნდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სრულფასოვანი დასვენება და ძილი.
7899
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```