პრეპარატი, რომელიც ბექას ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დეფიციტშია!
პრეპარატი, რომელიც ბექას ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დეფიციტშია!
გთხოვთ, დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში! პრეპარატი, რომელიც ბექას ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დეფიციტშია!

მეხუთე ქიმიის შემდეგ ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რეაბილიტაციის პროცესი გართულებების გარეშე ჩაივლიდა და ლეიკემიის დამმარცხებელი ბექა მალევე შეძლებდა სახლში დაბრუნებას.

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა კვლავ დადგა მიკოზური ინფექციის საშიშროების წინაშე. ორგანიზმში სოკოს გავრცელება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ!

გეხსომებათ, ივნისში მსგავსი საშიშროება ერთად გადავლახეთ. მაშინ ამ ინფექციური რისკის გამო რეანიმაციულ განყოფილებაშიც მოუწია ბექას რამდენიმე დღის გატარება.

შებას კლინიკის ექიმები ამჯერადაც თადარიგს იჭერენ და ანტიმიკოზური თანამედროვე სქემით მკურნალობენ ბექას. პრეპარატი,
რომელიც დაინიშნა და რომელიც სამწუხაროდ, ძვირადღირებულია (AmBisome) შებას კლინიკის „არსენალში“ არ არის. ეს პრეპარატი საქართველოშიც არის რეგისტრირებული, მაგრამ ის სადღეისოდ არცერთ ქართულ ქსელურ ფარმაცევტულ კომპანიას არ აქვს გაყიდვაში
PSP Pharmacy ჯპს აფთიაქი - GPC Pharmacy Pharmadepot ∙ ფარმადეპო ავერსი ფარმა - Aversi Pharma

ისრაელში მისი შეძენა კი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე აფთიაქშია შესაძლებელი და იქაც შეზღუდულად.

მოხერხდა ის, რომ ჩვენი ებრაელი მეგობრების წყალობით ბექას სამი დღის სამყოფი პრეპარატი აქვს. ვზრუნავთ მომდევნო დღეების მარაგის შესაქმნელად.

რაც შეეხება ზოგადად ბექას გამოჯანმრთელებისთვის მიმართულ ფინანსებს, - ოჯახის, ყველა ჩვენთაგანის, ასევე მთელი რიგი სახელმწიფო უწყებების და საქველმოქმედო ფონდების
ძალისხმევით, გაწეულმა ხარჯმა 400 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამ ასტრონომიული თანხის მობილიზება ბექასთვის ჩვენ ყველამ ერთად შევძელით!

ბექას ისევ სჭირდება თანადგომა.

მალე ყვეალფერი კარგად იქნება!
#მეშენჩვენბექასთვის
საბოლოო გამარჯვებისთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია
0 901 901 996 - ზარის ღირებულება 1 ლარი! 
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საიტიდანაც: http://donate.4beka.ge/

ლარის ანგარიშის რეკვიზიტები

სს თიბისი ბანკი
საბანკო კოდი-TBCBGE 22
მიმღების დასახელება-ბექას ფონდი
ანგარიშსწორების ანგარიში - GE96TB7060336080100007

INTERMEDIARY:CITIBANK N.A.
NEW-YORK, USA
SWIFT:CITIUS33
ABA:021000089

BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT:TBCBGE22
JSC TBC BANK
SWIFT:TBCBGE22

BEN'S Account: GE11 TB70 6033 6180 1000 01
NAME OF BENEFICIARY: BEKA FOUNDATION

INTERMEDIARY: DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS
NEW-YORK, USA
SWIFT:BKTRUS33
ABA:021001033

BENEFICIARY'S BANK:HEAD OFFICE SWIFT:TBCBGE22
JSC TBC BANK
SWIFT:TBCBGE22

BEN'S Account : GE11 TB70 6033 6180 1000 01
NAME OF BENEFICIARY: BEKA FOUNDATION
491
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
keti
0
გმერტმა მალე გამოჯანმრტელობა მისცეს დაცერეტ ოჯახის ტელეპონი
11:25 / 06-11-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```