"ნუთუ შეიძლება, გაჭირვებულ ადამიანს იმედი მოუკლა? კარგით, რაა..." - გოგონა, რომელსაც უამრავი ადამიანი "გამოესარჩლა"
გუშინ პროექტი "მხოლოდ ქართული" დაიწყო "რუსთავი 2"-ზე. ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდა ეკრანზე, მათ შორის ერთი ფერადი გოგონა ნათია ღლონტი გურიიდან, საკმაოდ სევდიანი ისტორიით, რომელიც მეორე ტურში ვერ გადავიდა. თუმცა მისმა ამბავმა უამრავი ადამიანი შეძრა და იმ ფაქტმა, რომ ის არ გადაიყვანეს შემდეგ ტურში და არ მისცეს შანსი, მაყურებლის გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
მაყურებელი მის დაბრუნებასაც ითხოვს პროექტში, ვნახოთ, გაითვალისწინებენ თუ არა პროექტის მესვეურები ამ თხოვნას.

უამრავი კომენტარიდან რამდენიმეს გთავაზობთ ვიდეოსთან ერთად, რომელშიც ნათიას გამოსვლაა აღბეჭდილი.

"ამ გოგოს აქვს ნიჭიც და ხმაც, უბრალოდ ვოკალისტის დახმარება სჭირდება. ვოკალისტები კი რეგიონებში არ
იშოვება და დედაქალაქში ძალიან დიდ თნხებთანაა დაკავშირებული. იმათ ვისაც ამის ფუფუნება არ აქვთ, ბოლო იმედად ეს კონკურსები რჩებათ. ნუთუ, შეიძლება გაჭირვებულ ადამიანს იმედი მოუკლა? კარგით რაა..."

"საქართველომ ვინც ვერ დააფასა, ყველამ საზღვრებს გარეთ მიაღწია წარმატებას. იმდენად მაგარი გოგოა, დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი, შეუძლებელს შეძლებს. წარმატებები ამ თბილ და ფერად გოგოს".

"მხოლოდ "სვეცკები", ფულიანები, და გამხდრები უნდა აიყვანოთ".

"ამ გოგოს უსამართლიდ მოექცნენ უნიჭიერესია!"

"დააბრუნეთ, რა!"
15217
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
ბებო
1
Tamaz1957-ს. რა ვთქვი სასირცხვო? პირიქით, შენ უნდა გვრცხვენოდეს, ბებოს როგორ ელაპარაკები. უფროსი შენ არ იცი, უნცროსი შენა არ იცი!!! აბა რა იცი!!!!!
16:11 / 07-11-2018
zuu
1
ის ვიღაც მარიო ჩიმარო რო გადაიყვანეს მანდილოზავრებმა ეგ ნამდვილად არასწორი იყო . ამ გოგომ მართლა დაიმსახურა სიმპათიები
13:23 / 07-11-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```