ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით მცირეწლოვანი გარდაიცვალა
ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით მცირეწლოვანი გარდაიცვალა
ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზით ინტოქსიკაცია მიიღეს მშობლებმაც, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"ინტერპრესნიუსი"
1561
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```