საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის და ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" ქართველი კაპიტნის, გურამ კაშია საკმაოდ აქტუალური პერსონაა და მასზე ბევრი ლაპარაკობს.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან:
ქორწინება და საყვარელი მეუღლე
გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგაშვილია, პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - ალექსანდრა.
ამონარიდები თამთას ინტერვიუდან:
- ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო... საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ
ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც... შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. სიტყვები არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ ურთიერთობა გაგვერკვია. მაშინ არც ისეთი პატარები ვიყავით: მეც და გურამიც 22 წლის გახლდით და გააზრებული გვქონდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ოჯახის შექმნაზეც ბევრი არ გვიფიქრია. ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა. დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი. ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნეთ... თეთრი კაბის ჩაცმასა და ქორწილზე არასდროს მიოცნებია. ალბათ ამიტომაც, საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე.

საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. რომანტიკული "ნატურა" არც ერთი არ ვართ. ცხოვრებას რეალური თვალით ვუყურებთ, ილუზიებით არ ვცხოვრობთ. ხასიათებითაც ახლოს ვართ ერთმანეთთან. თითქმის ყველაფერზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, რის გამოც ჩვენს ოჯახში სრული იდილიაა.

...გურამმა ხასიათის სიმტკიცით, მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით მომხიბლა. მას ისეთი თვისებები აქვს, რომელიც ჩემში მუდამ გაკვირვებას და ამავდროულად, აღფრთოვანებას იწვევს. ვისურვებდი, ოდესმე მეც მისნაირ ძლიერ პიროვნებად ჩამოვყალიბდე. სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს რაღაცნაირად ვავსებთ.
„სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა... იქ „კაი ბიჭები იდგნენ“ - გურამ კაშია მოსწავლეებს ბულინგზე ესაუბრა
როგორ გახდა ფეხბურთელი?
"თავიდან არ მქონია ფეხბურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა. შემდეგ რაგბი - მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაყოლოდა ამ გზას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ".