19 წლის სოფო არაბული ავარიას ემსხვერპლა
19 წლის სოფო არაბული ავარიას ემსხვერპლა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ემიგრაციაში მყოფ დედას შვილი გარდაეცვალა.

როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, 19 წლის სოფო არაბული, რომელიც მალე 20 წლის გახდებოდა, ავარიას ემსხვერპლა. გოგონას მანქანა დაეჯახა.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა იტალიაში იმყოფებოდა ემიგრანტად და დაახლოებით 3-4 წლის უნახავი ჰყავდა შვილი.

"სოფოს დედა იტალიაში იყო, დაზუსტებით ვერ გეტყვით, დაახლოებით 3-4 წლის უნახავი ჰყავდა შვილი. სად და როდის მოხდა ავარია, არ ვიცით. ყველა შოკში ვართ და ვერ ვკითხულობთ, რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მანქანა დაეჯახა. გასკდა
გული ამ შემზარავი ამბით“, - ამბობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობელი.

რუსკა კილასონია


17576
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
საქართველოს მოქალაქე
0
თანავუგრძნობ გოგონას ოჯახს და ახლობლებს! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
20:22 / 07-11-2018
0
20გახდა და ერთ თვეში დაიღუპა, ჩვენი დიდი ტკივილი((((((
20:15 / 07-11-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```