სუიციდის 5 მცდელობა და ძალადობის მსხვერპლი მოზარდი (+ვიდეო)
სუიციდის 5 მცდელობა და ძალადობის მსხვერპლი მოზარდი, რომელიც სკოლის ადმინისტრაციის, კლასელებისა და მათი მშობლების მხრიდან შეურაცხყოფისა და დაცინვის სამიზნე გახდა.

15 წლის მოზარდის დედა სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს მაღალჩინოსანს დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებს. მშობელი ყვება, რომ რამდენიმე თვის წინ მისი შვილი თანაკლასელმა გააუპატიურა.

დედის მტკიცებით, ბიჭი პოლიციის მაღალჩინოსნის ახლო ნათესავია, რის გამოც გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს. დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა, ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მე-10 კლასელმა გოგონამ ძალადობის შემდეგ თვითმკვლელობა 5-ჯერ სცადა. სახლიდან, თითქმის, არ გადის და ლოგინიდან არ დგება.

მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, დედის
თქმით, სკოლაში დაწყებული პრობლემებიც ამწვავებს. მშობელი ამბობს, რომ 15 წლის მოზარდი, რომელზეც იძალადეს, სკოლაში დირექტორი, მასწავლებლები, კლასელები და მშობლებიც ჩაგრავენ და ამცირებენ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მომხდარი ძალადობის ფაქტის გახმაურების შემდეგ, კლასელების მშობლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და გოგონას სკოლიდან გარიცხვა მოითხოვეს. სკოლიდან მის გაყვანას ითხოვს დირექტორიც.

ზემდგომთან შეთანხმების შემდეგ, სკოლის დირექტორმა საკუთარ მოსწავლეზე ლაპარაკის უფლება მიიღო. გივი კაპანაძე 15 წლის გოგონას დედის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

15 წლის გოგონა სკოლაში ვეღარ დადის. სოციალურად დაუცველი დედა კი სამართალს ვერ პოულობს. მშობელი მომხდარის შემდეგ სამსახურშიც ვეღარ დადის. სუიციდის ხშირი შემთხვევების გამო, ბავშვის მარტო დატოვება ეშინია.
723
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
!@
0
რა დაა შავა ამ გოგომ სკოლიდან რომ უ დათ გარიცხონ მაინტერესებს ერთი.. ნეტა იმათ თავში ჩამახესა ვინც ამ გოგოს გარიცხვას ითხოვს სკოლიდან.. მოდი და ნუ იძიებ შურს პირადად...
00:41 / 09-11-2018
ნია
0
სამარცხვინოები,ფუჰ,როგორ მეზიზღებით ასეთი უღმერთოები.
13:01 / 08-11-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```