თითქმის მივუახლოვდი ჩემთვის სასურველ წონას კომედი შოუს მსახიობი თათია სულუაშვილი იდალურ ფორმაშია. მსახიობი ხშირად აღნიშნავდა, რომ დიეტების, შიმშილის ხარჯზე ცდილობდა ზედმეტი კილოგრემების მოცილებას, თუმცა შედეგს ან ვერ აღწევდა, ან მალევე იბრუნებდა დაკლებულ კილოგრამებს. არც თუ ისე დიდი ხანის წინ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორ კვებასთან ერთად ვარჯიშითა და ფიზიკური დატვირთვით უნდა მოეგვარებინა ეს პრობლემა.
„ისე ავიღე სტარტი, აღარ გავჩერდები. ყურმოკრული და სამეგობრო წრეში გაგონილი დიეტებით ვერაფერს მიაღწევთ... რაც უფრო ნელა იკლებ, მით მეტად ინარჩუნებ წონას", - აცხადებდა თათია ერთ-ერთი ინტერვიუში.
მართლაც, მისმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და დღეს უკვე ფოტოკოლაჟი შემდეგი მინაწერით გამოაქვეყნა:
„თითქმის მივუახლოვდი ჩემთვის სასურველ წონას. -13 კილო, ყველანაირი შიმშილისა და დეპრესიის გარეშე. მადლობა ჩემს ტრენერს“.
„თათი, მშურს შენი“
„გამქრალხარ და ეგ არი“
„ასეთი არასოდეს მინახიხარ... მაგრად გიხდებაა. მახსოვს ერთხელ "გრეჩიხის" დიეტაზე იყავი, მაშინ კი გახდი, მაგრამ უცებ აიკრიფე წონა ... ჩემი ლამაზი გოგო ხარ“, - უწერენ თათიას კომენტარებში.
თეკლა ჟვანია