ტაძარი დილიდან ყვავილებით მორთეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერა მიმდინარეობს. ბერას ერთ-ერთი მეჯვარე მისი მეგობარი, რეპერი ამიკო ჯანელიძეა. სადღესასწაულო ცერმეონიალთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარი დილიდან ყვავილებით მორთეს. ადგილზე უკვე მივიდა ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად. ტაძრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.