ქალური იმიჯის უკან, ხშირად "რკინის ლედი“ იმალება ბერა ივანიშვილის მეუღლე ყოფილი მოდელი, ნანუკა გუდავაძე გახდა. ნანუკა 9 იანვარს დაიბადა, შესაბამისად თხის რქაა. ბერა ივანიშვილიც ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია. მის დაბადების თარიღზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორი ცოლი და დედა იქნება ნანუკა გუდავაძე.
თხრის რქის, ერთი შეხედვით, მშვიდი, გაწონასწორებული და ქალური იმიჯის უკან, ხშირად "რკინის ლედი“ იმალება. თანდაყოლილი სერიოზულობა და ჭკუა, რომელიც სატურნით მართულ ქალბატონებს ახასიათებთ, მათ უმრავლესობას მამაკაცებისთვის მიუწვდომელ იდეალად აქცევს. ამასთან ერთად, პლანეტა სატურნის "ჯილდო“ - წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ახალგაზრდული იერი მიანიჭოს მათ გარეგნობას, ხანდაზმულ ასაკშიც კი თაყვანისმცემელთა რიცხვის მატებას უწყობს ხელს თხის რქა ქალისთვის და არა კლებას. თუმცა ქალი თხის რქა საკმაოდ ჭკვიანი და წინდახედულია საიმისოდ, რომ საკუთარი მომხიბვლელობა მოკლევადიან და არაფრის მომცემ ურთიერთობებზე დახარჯოს. მისი იდეალი სოლიდური, ჭკუადამჯდარი და რესპექტაბელური მამაკაცია. აქედან გამომდინარე, მანამ სანამ ცხოვრების გზაზე თავის იდეალს გადაეყრება, იგი პროფესიული განვითარებით და კარიერული ზრდით იქნება დაკავებული.