ეცრად დაინახეს, 3 წლის ბიჭუნასთვის მღვდლის სამოსში ჩაცმულ (თუ გადაცმულ) ახალგაზრდა კაცს ჩაევლო ხელი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნინო ძოწენიძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ქუთაისში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, მღვდლის სამოსში ჩაცმული მამაკაცი ბავშვის გატაცებას ცდილობდა.
„ჩემმა მეგობარმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. ორიოდე დღის წინ, ქალაქში, თუ არ ვცდები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დედას რამდენიმე წუთით შვილი თვალთახედვიდან მიემალა. დაიწყეს პატარას ძებნა, ხალხი შეშფოთდა. უეცრად დაინახეს, 3 წლის ბიჭუნასთვის მღვდლის სამოსში ჩაცმულ (თუ გადაცმულ) ახალგაზრდა კაცს ჩაევლო ხელი და სადღაც მიარბენინებდა. როგორც კი მიხვდა, რომ შენიშნეს, ბავშვი მიატოვა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ეს მოხდა ქუთაისში, დღისით, მზისით.მშობლებო, ფრთხილად. საშიშროება ყველა მხრიდან გვიტევს. ადამიანი ყველაზე საშიში ცხოველი რომ არის, არ დაგავიწყდეთ!“, წერს ძოწენიძე.
Mshoblebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში მომხდარ ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მერი ბლიაძე
როგორ ამოვიცნოთ შესაძლო პედოფილი - პედოფილის ფსიქოლოგიური პორტრეტი