დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ორ ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში დედა-შვილია მოყოლილი.
ამასთან, ადგილზე მიემართება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილი.
ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტიკი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.
ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აფეთქდა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი.
ინტერპრესნიუსი