"საშინელი ხმა იყო, ზუსტად რა მოხდა, ვერ გეტყვით, ერთ-ერთ მეზობლის თქმით, თითქოს უბედურება გაზის გამათბობელს მოჰყვა, რომელიც დაზიანებული იყო"
ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შედეგად სამი დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებული არიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.
"44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%-ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა - 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ნანრევებში მოყოლი დედა-შვილს კი კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გარშემო რამდენიმე კორპუსი შეზანზარდა. შემთხვევის თვითმხილველი ტრაგედიის შესახებ გვიამბობს:
- საშინელი ხმა იყო, ზუსტად რა მოხდა, ვერ გეტყვით, ერთ-ერთ მეზობლის თქმით, თითქოს უბედურება გაზის გამათბობელს მოჰყვა, რომელიც დაზიანებული იყო. აფეთქება მესამე სართულზე მოხდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვემო და ზემო სართულებიც დაანგრია. ხმა კილომეტრის მანძილზე ისმოდა, - ტრასაზე მიმავალი მანქანებიც კი გაჩერდა. თავდაპირველად ითქვა, რომ არავინ დაიღუპაო, ნეტავ ასე ყოფილიყო... განაგრძეთ კითხვა