75 წლის ქალი თავის თავში პოულობს ძალას... ვან შუბაომ პირველად გაახილა თვალები და გაიღიმა, მაგრამ მას ჯერ არ შეუძლია მოძრაობა და ლაპარაკი.
ჩინეთში ვან შუბაომ კომაში 12 წელი გაატარა. მისი მოხუცებული დედა დღედაღამ ზრუნავდა მასზე. ამის თაობაზე წერს გამომცემლობა The Mirror.
ბანი 2006 წელს ავარიაში მოჰყვა. 36 წლის მამაკაცი მთლიანად პარალიზებული იყო და კომაში ჩავარდა. მასზე მეურვეობა დედამ, 63 წლის ბეი მინინმა აიღო. ქალმა, რომლის ქმარი დიდი ხნის წინ გარდაიცავალა, ექიმებს წლების მანძილზე დაგროვილი თანხა გადასცა. ის არ შორდებოდა შვილის სარეცელს. როდესაც თანხა შემოაკლდა, ვალი აიღო 120 000 იუნი. რაღაც მომენტში ვეის საერთოდ აღარ ჰქონდა ფული, ვალს კი გადახდა უნდოდა. ამიტომ ის მთელი თვე საჭმელს არ ჭამდა. "პირი და ენა გამომიშრა. მხოლოდ წყალს ვსვამდი", - ყვება ქალი. ამ ერთ თვეში მან 20 კგ. დაიკლო. ახლა ის 30 კგ.-ს იწონის.
ყველაფრის მიუხედავად, 75 წლის ქალი თავის თავში პოულობს ძალას, რათა ადგეს დილის 5 საათზე, დაიბანოს და დაბანოს შვილი, გაუკეთოს მასაჟი და გადააბრუნოს, რათა მას არ გაუჩნდეს ნაწოლები.
ახლახან ვანმა პირველად გაახილა თვალები და გაუღიმა დედას. ქალი მეშვიდე ცაზე იყო სიხარულისგან. დედას სჯერა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ვანს ყველაფერი ესმოდა, თუმცა არ შეეძლო რეაგირება. "იმედი მაქვს, ის ოდესმე გამოჯანმრთელდება და "დედას" დამიძახებს", - ამბობს ვეი ინტერვიუში.