საზოგადოებას დახმარებას მარტოხელა, სამი შვილის დედა სთხოვს
mshoblebi.ge-ს რედაქციას დახმარებისთვის მარტოხელა, სამი შვილის დედამ თია დიღმელაშვილმა მიმართა.
- გამიჭირდება იმის ახსნა, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით. კომისია რომ გამოყონ და ნახონ სად ვცხოვრობთ, ეჭვიც კი არავის გაუჩნდება, როგორ გვიჭირს. სიცივეში, ყინვაში, ყოველგვარი სახსრების გარეშე ვართ დარჩენილი. დენი გამომირთეს გადაუხდელობის გამო. ვარ საოპერაციო, თიაქარი მაქვს, ოპერაციაზე უარი მითხრეს, ვერ ვმუშაობ. ვცხოვრობთ სოციალური დახმარების და დედის პენსიის იმედად. სასადილოდან ორ პურნახევარს გვატანენ და ჩემს წილსაც ბავშვებს ვუთმობ. ამ შემოსავლით რას უნდა გავწვდე. სამი შვილი მყავს. ორი გოგო და ერთი ბიჭი. უფროსი გოგონა 18 წლის არის, პატარა კი 8 წლის.
- ბავშვებს არ ეძლევა დახმარება?
- მრავალშვილიანებისთვის განკუთვნილ თანხას გვაძლევდნენ, მაგრამ უფროსი გოგო 18 წლის რომ გახდა, მოგვიხსნეს. დღეს ბავშვი სკოლაში ვერ გავუშვი იმის გამო, რომ ფეხი უსველდება და ფეხსაცმელი არ აქვს.
- სად არის თქვენი საცხოვრებელი?
- ჩვენ ვცხოვრობთ გლდანში, ყოფილი უშიშროების აკადემია რომ იყო მანდ, საერთო საცხოვრებელში. სველი წერტილით საერთო გვაქვს. ყინვაში და სიცივეში მიწევს ხელებით რეცხვა, მე არ მომცეს სარეცხი მანქანა, სამაგიეროდ ისეთებს მისცეს, მეორე დღეს ლომბარდებში რომ ჩააბარეს. ბავშვებს ბეტონზე სძინავთ. ხალხის დახმარების იმედად ვარ დარჩენილი.
დახმარების მსურველები დაუკავშირდით თია დიღმელაშვილს ნომერზე: 555243896