ქალბატონი ლიკა იწონის 5,100 გრამს და სიმაღლით 53 სმ-ია თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში პატარა გოლიათი დაიბადა. როგორც კლინიკის ფეისბუქგვერდზე წერენ, გოგონა საკეისრო კვეთით დაიბადა.
"გაიცანით ჩვენი გოლიათი გოგონა, ლიკა, რომელიც მეან-გინეკოლოგ, მანანა მახარაძის დახმარებით, საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს! ქალბატონი ლიკა იწონის 5,100 გრამს და სიმაღლით 53 სმ-ია. აპირებს, რომ მალე სკოლაში წავიდეს და სახლშიც რა თქმა უნდა თავისი ფეხით წავა", - წერენ კლინიკის ფეისბუქგვერდზე.