"ამ სერიალების გადამკიდე, ჩემს რძალსაც თავისუფლება და ახალი სიყვარული მოუნდა, ამაზრზენი ჭიაყელა" სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელი განსაკუთრებული მოლოდინით ელოდება სალომე შარვაძის გმირის - ქეთის საბოლოო გადაწყვეტილებას - უღალატებს თუ არა ქმარს ქალი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში ემორჩილებოდა მეუღლეს და ღალატსაც კი პატიობდა. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
"არსებობენ ქეთისნაირი უტვინო და უხერხემლო ქალები!!!! მათ მანიპულაციას ახდენენ არა მხოლოდ ქმრები... თუ ღალატის თავი აქვს, ზაზას შეეწინააღმდეგოს!!!!!"
"ზაზა კი იმსახურებს ღალატს, მაგრამ მგონია, რომ ქეთი ვერ შეძლებს და წამოვა"
ზუსტად, ქეთისნაირ ქალს არც თავმოყვარეობა აქვს, არც შარმი და ვერც ცხოვრებას იწყობს კარგად... სულ ხელით სათრევი უნდა იყოს? თუმცა, ეს არაა მიზეზი, რომ კაცებმა დაამცირონ..."
"ქეთი არის ძალადობის მსხვერპლი. ზაზაზე არანაკლები მოძალადეა ეს ბიჭი, ვერ დავიჯერებ, რომ ქეთის ასე უცებ შეუყვარდა რა, ბატკავინივით მორჩილია და დადის ამ შტერი კაცების ჭკუაზე".
"ქეთი ისეთი ქალია, როგორადაც ზაზამ აქცია. ყველა ადამიანს აქვს სითბოს სიყვარულის და ყურადღების მოთხოვნილება. ვიღაცამ უნდა აუმაღლოს დაცემული თვითშეფასება. მასლოუს პირამიდაში მარტო პირველი დონე აქვს დაკმაყოფილებული".
"იმას უფრო დავიჯერებდი, რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ, ვიდრე იმას, რომ ქეთი ზაზას უღალატებდა".
"მეცოდება ქეთი... და რანდენია ქეთის მსგავსად სითბოს და სიყვარულს მოკლებული, "ვირი"ქმრის ხელში, თუმცა ღალატი არასდროს მიმაჩნდა გამოსავლად... მაგრამ ყველაფერი ზუსტად ასე იწყება".
"იმის წარმოდგენაზეც მაჟრიალებს, ზაზამ თუ გაიგო, რა მოხდება".
"მეხი დაგეცეს, ქეთი, შენი ტირანი ქმრის ისე მეშინია, ტელევიზორს ვრთავ მისი გამოჩენისას და შენ რა ყანჩასავით ზიხარ".
"ძაან რეალური სცენებია, ზაზა რომ ტიპობს და თავი მოაქვს, მასეთ ტიპებსაც ღალატობენ ცოლები და ამ კაცის საუბარი კი მაგალითია იმისა, თუ რაზე არ უნდა დაიკეროს ქალი. ქეთი კიდევ რეალური სახეა სახლში მჯდომი დანევროზებული ცოლების, რომლებიც ასეთებად საკუთარმა ქმრებმა და გარემომ ჩამოაყალიბა..."
"ამ სერიალების გადამკიდე, ჩემს რძალსაც თავისუფლება და ახალი სიყვარული მოუნდა, ამაზრზენი ჭიაყელა".
"სიყვარულს, ყურადღებას, პატივისცემას ქეთიც იმსახურებს რაც ზაზას არ შეუძლია, ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას და ეს მამაკაცებზეა დამოკიდებული, კარგ კაცს ქალი არ გაექცევა".
რას ფიქრობს თავად "ქეთი" ამ ყველაფერზე, იხილეთ ინტერვიუში:
„წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის“