- ამ ეტაპზე დენის გადასახადზე მაქვს ძალიან დიდი პრობლემა. ვერ ვიხდი, 6 თვეა გათიშული მაქვს. არასრულწლოვანი ბავშვები მყავს. მეუღლეს გული აწუხებს, ავად არის. გლდანში, უშიშროების ყოფილ აკადემიაში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ. ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახი. პატარა ბავშვი სულ ავად მყავს. მცირეოდენი შემოსავალი, რაც მაქვს, სულ წამლებში მეხარჯება. ბავშვის ავადმყოფობის გამო ვერ ვახერხებ მუშაობას. პატარას გლანდები აქვს დაჩირქებული და სულ ავად მიხდება. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დენის გადასახადისთვის მჭირდება ფული. სხვა თუ რამითაც დამეხმარებით, მადლიერი დაგრჩებით.
დახმარების მსურველები დაუკავშირდით მაია ჯაშიაშვილს ნომერზე: 592005161