რაში ხარჯავს გიორგი ქოჩქიანი გამომუშავებულ თანხას და რაზე ოცნებობს პატარა გიდი. გაიცანით 13 წლის სვანი ბიჭი,რომელიც 9 წლიდან გიდად მუშაობს და საკუთარი შემოსავალი აქვს. გიორგი ქოჩქიანი ფლობს 4 ენას,რუსული და ინგლისური სკოლაში ისწავლა, ტურისტებთან ურთიერთობის შემდეგ კი თურქულს და ებრაულს დაეუფლა, ახლა ესპანურის შესწავლას თავისი ძალებით ცდილობს. იცის, რომ სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც, სკოლიდან დაბრუნებული, სანამ გაკვეთილებს არ მოამზადებს, სამუშაოდ არ გადის.
საკუთარი შრომით მოპოვებულ ფულით ოჯახსაც ეხმარება და სურვილებსაც ისრულებს. მეტიც,ახლა ბიზნესის განვითარებაზეც ფიქრობს და მანქანის შეძენას გეგმავს.
თეკლა ჟვანია