"სიმღერას ვჩუქნი ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს"
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი. წინა დღეს წყვილი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. ჯვრისწერის შემდეგ, ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა. მოგვიანებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მომღერალმა ქორწილის ფოტოებიც გაასაჯაროვა. დღეს კი საზოგადოებას ახალი კლიპის შესახებ ამცნო, რომელიც საკუთარ ქორწილზეა გადაღებული.
"ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე 3 წუთში. ამ სიმღერას ვჩუქნი ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს" - წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.
ბერა ივანიშვილის კლიპი საკუთარ ქორწილზე
პირველი კადრები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერიდან
როგორი მეუღლე და დედა იქნება ნანუკა გუდავაძე? - ბერა ივანიშვილის ცოლის ასტროლოგიური პორტრეტი
რუსკა კილასონია