ქეთის გარშემო ბოლო დროს საკმაოდ მოულოდნელი სცენარი განვითარდა "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟის, ქეთის გარშემო ბოლო დროს საკმაოდ მოულოდნელი სცენარი განვითარდა, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო. როგორ განვითარდება ქეთის და ექიმი არჩილის ურთიერთობა, ამას დროთა განმავლობაში ვიხილავთ. მაგრამ როგორც ჩანს, წინ "ცხელი" სიუჟეტი გველოდება.
სანამ ქეთის და არჩილის ურთიერთობა მგზნებარე რომანში გადაიზრდება, მსახიობმა სალომე შარვაძემ წონაში 15 კილოგრამი დაიკლო და აპირებს კიდევ 15 კილოგრამი დაიკლოს.
ის შესაშურ ფორმაშია და როგორ მიაღწია ამ შედეგს, საკუთარი გამოცდილება "რეიტინგის" მკითხველს გაუზიარა.
- ზედმეტი 15 კილოგრამი მასაჟით და სწორი კვებით დავიკელი. გამოვიკვლიეთ ჩემი სისხლის ჯგუფი და ჩემი სისხლის მიხედვით შემიდგინეს დიეტა.
დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი
ძირითადად ცილოვან საკვებს მივირთმევდი. ასევე ბროკოლის წვნიანს და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ვსვამდი წყალს. ეს არის აუცილებელი პირობა. წინ კიდევ ბევრი პროცედურა დამრჩა, კიდევ 15 კილოგრამი უნდა დავიკლო, მაგრამ მოკლე დროში მივიღე ასეთი ეფექტური შედეგი და მოტივირებული ვარ. წაიკითხეთ სრულად