ამირან დევნოზაშვილის საქმეში ფსიქოლოგების დასკვნაც არის, ისინი ირწმუნებიან, რომ ბავშვებზე მამა იძულებას ახდენდა. მისი უფროსი შვილი 22 წლისაა, ნაბოლარა კი 8 წლის.
ბავშვებმა წერა -კითხვა და სხვა საგნებიც მშობლებისგან და ბებიისგან ისწავლეს. ამ პრობლემის მოგვარებაში 10 წლის განმავლობაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი, ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი. ისინი ამაოდ სთხოვდნენ მშობლებს, ბავშვები სკოლაში გაეშვათ, მათ აზრი ვერავინ შეაცვლევინა.
ამირან დევნოზაშვილის მეუღლის, ნატო ტვილდიანის ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. აი, რას მოგვიყვა მისი თანასოფლელი:
"მას შემდეგ, რაც სვანეთიდან ჩამოვიდნენ, ტვილდიანები გარდაბანში ცხოვრობდნენ (ლენტეხშიც მეზობლები ვიყავით). ნატოს მამა ბორიას კომუნისტების დროს ლენტეხში საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა. მისი ვაჟი - გია "ნაციონალების" დროს დაიჭირეს და 12-წლიანი სასჯელი მოიხადა. მამამისი მასზე ნერვიულობას გადაჰყვა.
ნატომ თბილისში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, შემდეგ გერმანიაშიც სწავლობდა, ჩამოვიდა თუ არა, მალევე გაჰყვა ცოლად რუსთაველ ამირან დევნოზაშვილს. ქმარს სახლ-კარი არ ჰქონდა და ისინი საცხოვრებლად ლენტეხში, სიმამრის სახლში გადავიდნენ.
ნატო ორსულად იყო, პირველად რომ ჩამოვიდა გარდაბანში და ისეთი შემოსილი იყო, ყველას გაუკვირდა. ამბობდნენ, ეკლესიური გახდაო. მერე მეზობლებმა ისიც გაარკვიეს, ქმარი სახლიდან გარეთ არ ახედებსო. ოჯახი გარდაბანშიც აღარ ჩამოდიოდა. ამირანი ბავშვებს მარტო სკოლაში კი არა, ეზოდან გარეთ არ უშვებდა. დატყვევებული ბავშვებიდან ორს დიაბეტი დაემართათ და იძულებული გახდა ისინი ექიმთან მაინც ეტარებინა. ამირანმა ცოლიც მის ჭკუაზე გადაიყვანა. ერთხელ, ნატოს გარდაბნელმა მეგობრებმა შენიშვნა მისცეს, როგორ იქცევი, რას აკეთებო და ის მათ ძალიან გაუბრაზდა, უთხრა, რას ამბობთ, ჭეშმარიტი გზა ვიპოვეო. მათ სახლში არც ტელევიზორი აქვთ, არც - კომპიუტერი. ნათესავები მათ შვილებს არც იცნობენ, მგონი, ნანახიც არ ჰყავთ. განაგრძეთ კითხვა