წლამდე ასაკში გადატანილი წითელას გამო 13 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის - მშობლები

წლამდე ასაკში გადატანილი წითელას გამო 13 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის

2018-11-21 10:09:58+04:00

როდესაც მას 11 წელი შეუსრულდა, უეცრად დაეწყო თავის ტკივილები, გაუჭირდა სიარული, დაკარგა მხედველობა, სმენა და მახსოვრობა 13 წლის ზურა იმედაშვილი დღეს სიკვდილს ებრძვის. იგი რეანიმაციაში წევს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ვერ ხედავს, არ ესმის და ვერავის სცნობს.

ზურამ 7 თვის ასაკში წითელა გადაიტანა, თუმცა რაიმე გართულება ამას მაშინ არ მოჰყოლია. იგი იზრდებოდა ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში, დადიოდა სკოლაში და საკმაოდ ენერგიული ბავშვი იყო. როდესაც მას 11 წელი შეუსრულდა, უეცრად დაეწყო თავის ტკივილები, გაუჭირდა სიარული, დაკარგა მხედველობა, სმენა და მახსოვრობა.

საქმე იმაშია, რომ წითელაზე აცრა მხოლოდ 1 წლის ასაკიდან კეთდება, წლამდე ასაკში თუ დაავადდა ბავშვი ამ რთული ინფექციით, არსებობს რისკი, რომ 10-15 წლის შემდეგ დაემართოს ქვემწვავე პანენცეფალიტი, რომელიც ძალიან მძიმე გართულებაა წითელასი და სასიკვდილოა.

alt"ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება წითელას აფეთქებას 10-15 წლის შემდეგ" - პაატა იმნაძე საშიშ ეპიდემიებზე

alt"ერთი 16 წლის და ერთიც პატარა ბავშვია გარდაცვლილი" - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

ზურას გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ენცეფალიტი — თავის ტვინის ანთება, რომელიც ადრეულ ასაკში გადატანილი წითელას დაავადებით იყო გამოწვეული.

ბავშვს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა და მშობლებმა იგი თბილისში გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც იგი დღემდე იმყოფება.

"ჩემი შვილის მდგომარეობა ძალიან რთულია. იმედია, რომ ღმერთი არ მიატოვებს ზურას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბავშვი გადავარჩინოთ, თუმცა ამოგვეწურა ყველანაირი მარაგი. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ზურას პენსიაა -180 ლარი, სოციალური დახმარებაც არ გვაქვს. კლინიკა აფინანსებს მედიკამენტების ღირებულების ნაწილს, დანარჩენს თავად ვყიდულობთ, მაგრამ ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ვარ", - ამბობს ზურას დედა ნინო მორჩაძე.

ანგარიშის ნომერი დახმარების მსურველთათვის:

საქართველოს ბანკი: GE62BG0000000017284900

მიმღები ნინო მორჩაძე