აღნიშნული ფაქტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა დაგვიდასტურა.
ხათუნა ზახაშვილი:
- აღნიშნულ ფაქტზე ვარ ინფორმირებული, ვიცი დიაგნოზისა და გატარებული ღონისძიების შესახებ. 87-ე სკოლაში მენინგიტი ერთ ბავშვს დაუდგინდა და გვაქვს საქმე მენინგოკოკცემიის დიაგნოზთან. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ექიმების პროგნოზით, ყველაფერი დასრულდება პაციენტის სრული გამოჯანმრთელებით. რაც შეეხება სკოლის ფაქტორს, ბავშვს სკოლაში არ უვლია 21 ნოემბრის შემდეგ და ავად გახდა 25 რიცხვში, ხოლო 26-ში მოთავსდა ჰოსპიტალში და შესაბამისად, სკოლაში ამ დაავადების გავრცელების რისკი არ არის. მომხდარზე იფორმირებულია სკოლის ადმინისტრაციაც, ექიმიც და მაქსიმალურად ყურადღებით არიან.
- რა ღონისძიება უნდა გატარდეს სკოლაში? მშობლების ნაწილი დეზინფექციას ითხოვს...
- ეს აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიებაა. ამ შემთხვევაში ეფექტურია სველი წესით დალაგება, რაც სკოლის ადმინისტრაციას ჩატარებული აქვს, როგორც ვიცით. ასევე გაფრთხილებულები არიან მშობლები, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ექნება ცხელება, ყელის ტკივილი დროულად მიმართონ უბნის ექიმს. აქვე დავამატებ, რომ მენინგიტიანი ბავშვი სკოლაში ფაქტობრივად ვერც მოხვდება, ვერ ივლის, რადგან ეს არის მძიმე დაავადება.
რუსკა კილასონია
როგორ ვრცელდება მენინგიტი და რით არის საშიში