რატომ არ კრძალავენ სამირ სავჩუკს თბილისში: "არ დათანხმდეთ მამინაცვლის სურვილს... მორგიდან გაიტაცა ცხედარი"
რატომ არ კრძალავენ სამირ სავჩუკს თბილისში: "არ დათანხმდეთ მამინაცვლის სურვილს... მორგიდან გაიტაცა ცხედარი"
რამდენიმე დღის წინ თბილისში ქუჩის მუსიკოსის სამირ სავჩუკის გარდაცვალებამ მოსახლეობის დიდი გამოხმაურება და გულისტკივილი გამოიწვია. სამირს მძიმე ცხოვრების გამო ბევრი თანაუგრძნობდა და გარდაცვალების შემდეგაც საზოგადოების სურვილი იყო, სამოქალაქო პანაშვიდები და დაკრძალვა თბილისში მომხდარიყო. დედაქალაქის მერია მზად იყო ამისთვის მიწაც გამოეყო და ხარჯებიც თავის თავზე აეღო. ერთი ქალბატონი კი მზად იყო, თავისი შვილის გვერდით დაესაფლავებინა თბილისში და ერთად მოევლო ორივე საფლავისთვის. ამის მიუხედავად, პირველ დეკემბერს სამირის ცხედარი მისი მამინაცვლის სურვილით, ჭიათურაში გადაასვენეს.
ამ ფაქტმა ქართველ ემიგრანტებს შორის ვნებათა ღელვა გამოწვია, რადგან,
გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრანტები თავადაც აპირებდნენ თანხის შეგროვებას, რომელიც სამირის საფლავს უნდა მოხმარებოდა. ემიგრანტთა სოციალურ ჯგუფში შოთო სიხარულიძე წერს:
"სად უნდა დაიკრძალოს სამირი, ქუჩის მუსიკოსი თბილისში თუ ჭიათურაში?
ჭიათურაში გაუგიათ ჩემი ლაივის და ემიგრანტების შესახებ! მე თანხას არავითარ შემთხვევაში არ გადავცემ მამობილს და იმას, ვინც მიცვალებული მორგიდან გაიტაცა! ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა!
ცოცხალი არ უნდოდათ და მიცვალებულის სურვილი იყო გარდაცვალებიდან 3 დღით ადრე, რომ მოვკვდები, თბილისში დამმარხეთო და არა ჭიათურაშიო!
პ.ს. მე ემიგრანტი დედების სიმწრით ნაშოვნ ფულს არავის მივცემ! ოჯახს შვილებს ლუკმა პურის ფული მოაკლონ და მე ესე მოვიქცე? არამც და არამც არასოდეს და არავითარ
შემთხვევაში როცა ის ფული არ მივა მიცვალებულთან და მას არ მოხმარდება! უარს ვამბობ თანხის მიღებაზე ისე, როგორც გუშინ ვუთხარი უარი ემიგრანტებს...
საწყალი ბიჭს ისიც ეყო, რომ ასეთი ტანჯული ცხოვრება ჰქონდა. არ დათანხმდეთ მამინაცვლის სურვილს... დადგეს მთელი თბილისი ფეხზე და შესრულდეს საწყალი ბიჭის სურვილი. ჩვენ, ემიგრანტებს, მხოლოდ აქედან შეგვიძლია დახმარება. ნათელი და სანთელი მის სულს" - წერს შოთა სიხარულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე, ხოლო მისი ბოლო ლაივიჩართვიდან ირკვევა, რომ ჭიათურაში დაკრძალვაზე პრაქტიკულად არავინ მიდის.
სამირის ბიძაშვილმა კი ლაივ საუბარში დაადასტურა, რომ სამირს ბავშვობაში დედობილ-მამობილი საღორეში კეტავდა და ფიზიკურადაც სასტიკად უსწორდებოდა."თავისებური ბავშვი იყო და ეწინააღმდეგებოდა მათ. ამიტომ დედაც, დეიდაც ხშირად სცემდნენ. სულ იმას ამბობდა, ისე არ მოხდეს, რომ მაგათი დასამარხი გავხდეო. მეც წინააღმდეგი ვარ, რომ ის ჭიათურაში დაიკრძალოს," - განაცხადა სამირის ბიძაშვილმა შოთა ბზიკაძემ.
სა­მირ სავ­ჩუკს ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­და. 4 წლის ასაკ­ში დე­დამ მი­ა­ტო­ვა - კი­ე­ვის ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში, მერ­ვე სარ­თულ­ზე და­ტო­ვა და წა­ვი­და. პა­ტა­რა ბიჭი ბავ­შვთა სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს ჭი­ა­თუ­რა­ში მცხოვ­რებ­მა ცოლ-ქმარ­მა. მისი დე­დო­ბი­ლი რუსი, მა­მო­ბი­ლი კი უკ­რა­ი­ნე­ლი იყო. თუმ­ცა, არც მათ­თან ჰქო­ნია ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა ბიჭს - რო­გორც თა­ვად ყვე­ბო­და გია ჯა­ჯა­ნი­ძის "სხვა რა­კურ­სში", ის მათ­თვის არა შვი­ლი, არა­მედ მონა იყო.

შეგახსენებთ, ქუჩის მუსიკოსის სამირ სავჩუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ნაწილმა თბილისის მერიას სამირის დაკრძალვასთან დაკავშირებით მიმართა.
"ასე­თი კაცი უპატ­რო­ნო­თა სა­საფ­ლა­ო­ზე და­სა­მარ­ხად გვე­ნა­ნე­ბა, ის ისე აცო­ცხლებ­და ქა­ლაქს, არ და­ვუშ­ვებთ წყნა­რად, პა­ტივ მი­უ­გებ­ლად ერის სევ­დის გა­მო­უ­ხა­ტა­ვად ვინ­მემ ჩვენს ზურგს უკან მი­წა­ში უჩუმ­რად ჩაფ­ლას. იქ­ნებ თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტით უზ­რუნ­ველ­ყოთ სა­მირ სავ­ჩუ­კის გად­მოს­ვე­ნე­ბა რო­მე­ლი­მე ტა­ძარ­ში. სა­მი­რი ქრის­ტი­ა­ნი კაცი იყო. ერთი დღე სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დით რომ და­ვა­ფა­სოთ, უდა­ოდ და­იმ­სა­ხუ­რა.
მისი ცხოვ­რე­ბა არ იყო ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი: მი­ტო­ვე­ბა, ბავ­შვთა სახ­ლი, შიმ­ში­ლი, ცემა და ბო­ლოს სიკ­ვდი­ლი სხვის სახ­ლში, სხვის ლო­გინ­ში...

სა­მი­რი ნა­ხევ­რად ბოშა იყო უკ­რა­ი­ნი­დან, ბევრ ქარ­თველ­ზე უკეთ მე­ტყვე­ლებ­და ქარ­თუ­ლად, უყ­ვარ­და ჩვე­ნი ერი, ტი­რო­და, როცა მღე­რო­და და მღე­რო­და მა­შინ, როცა ტი­რო­და, მას­ში ყალ­ბი ერთი წვე­თიც არ იყო. ამი­ტომ ვთვლით, რომ ჩვენ ქარ­თვე­ლი ვი­სოც­კი დავ­კარ­გეთ.

მის არ ყოფ­ნას ვერ იგ­რძნობს თქვე­ნი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი გა­რე­მოც­ვა, რად­გან ის ვინც ჩემი ერის ხარ­ჯზე შავი ჯი­პე­ბით და­დის არც მეტ­რო­თი სი­ა­რულს არ კად­რუ­ლობს და არც ხალ­ხში არ ტრი­ა­ლებს.

სა­მი­რი და­აკ­ლდა უბ­რა­ლო ხალ­ხს, ის მათ ყუ­რებს და­აკ­ლდა. ზო­გა­დად, ბგე­რა ყვე­ლა­ზე დიდი ემო­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, ამი­ტომ სა­მი­რის გი­ტა­რა ხალ­ხის გულ­საც და­აკ­ლდა.

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რითი მოკ­ვდა რად­გან ყვე­ლამ ვი­ცით, თუ რითი იცო­ცხლა" - ნათქვამია მიმართვაში.
მოგვიანებით თბილისის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია წერს: "არ ვა­პი­რებ­დი და­წე­რას, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, უნდა დავ­წე­რო. ამ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ ქუ­ჩის მუ­სი­კის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბის­გან. რამ­დე­ნი­მე დღეა ხაზ­ზე ვართ, მე­რია მზად იყო და­ე­ფა­რა დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯიც და მისი გა­დას­ვე­ნე­ბი­საც, თუმ­ცა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როდ, მა­მო­ბილ­თან გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ მოხ­და კო­მუ­ნი­კა­ცია... მან გა­და­წყვი­ტა, რომ გა­და­ეს­ვე­ნე­ბი­ნა ჭი­ა­თუ­რა­ში, ყვე­ლას დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე".






2833
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```