ნიკა გვარამიას დღეს დილით, მესინჯერში მივწერე, მაგრამ მივხვდი არ წაიკითხავს ხათუნა ჟორდანია თავისი ქალიშვილის - ნინი ქარსელაძის მისამართით აგორებულ ტალღას გამოეხმაურა - კონკრეტულად კი ნიკა გვარამიას მიმართა საჯაროდ, შვილის დასაცავად:
"ნიკა გვარამიას დღეს დილით, მესინჯერში მივწერე, მაგრამ მივხვდი არ წაიკითხავს.
რაც შეეხება sreen shots, პირადში აქვს, იმედია ნახავს და როგორც ობიექტური ჟურნალისტი, შესაბამის ზომებსაც მიიღებს...
ნიკა, რაღაც ჩვევად გექცა ნინი ქარსელაძის კრიტიკის ქარცეცხლში გატარება, ამ ბოლო დროს? როგორი თამაშის წესებიც შესთავაზე საზოგადოებას, შენი პრივატიზებული ტელევიზიიდან, იმ პასუხს ხომ არ იღებ უკან??? რა ღვარძლი, შეურაცხყოფა, ადამიანების დამცირება და ათასი უბედურებაც მოდის შენი ტელევიზიიდან, ის პასუხი ხომ არ გიბრუნდება უკან???? ჩემს შვილს ჰყავს თუ არა პატრონი???, ამ კითხვაზე პასუხის ძებნას, შენი შვილების აღზრდით დაკავდე, ის სჯობს და მეტი პოზიტივი გადმოაფრქვიე ეკრანიდან, ის გირჩევნია, სანამ ადამიანები (შენი მიმდევრები), მართლაც უმართავ პროცესებში გადავლენ. კოჭების დახვრეტას ჰპირდები მათ, ვინც შენს შვილებს შეეხება! არ იცი ალბათ, რომ ნინიც ძალიან ძვირფასი შვილია თავისი მშობლებისთვის....
კიდევ ერთი რჩევა: შენ მიერ აღიარებული და დაფასებული ადამიანების გვერდზე შედი (მიხვდები ვისაც ვგულისხმობ) და იქ რა გაუგონარ შეურაცხყოფებსაც იხილავ, იმის მიხედვით შეაფასე საკუთარი ობიექტურობა! სამართლიანობა მოითხოვს, გკითხო: ეკრანიდან მოღალატედ შერაცხული ადამიანის შვილების ბედი არ განაღვლებთ? ამიტომაა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკას კარგა ხანია სცდება და გადადის ზნეობათა დაპირისპირებაში!!!!!! და ბოლოს. რამდენიმე screen shots ჩაგიგდებ (ასეთი ძალიან ბევრია) და იმედს ვიტოვებ, იგივე რეაქცია გექნება, როგორიც ჩემი შვილის like-ზე გქონდა.
P.S. ჩემი სუბიექტური აზრია (თუ, რა თქმა უნდა, ეს თქვენს გეგმებს ხელს არ უშლის), დაამშვიდეთ ტელევიზია და თავად შეცვალეთ ტონი, ქცევა და უკარნახეთ ბრძოლის ცივილიზებული ფორმა საზოგადოებას.
პატივისცემით ხათუნა ჟორდანია".
თეკლა ჟვანია