ანუკი არეშიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნაძვის ხე მორთო და ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა ახლოვდება ახალი წელი და ნელ-ნელა იწყება სადღესასწაულო სამზადისი. ნაძვის ხის დადგმა ხომ ერთ-ერთი გამორჩეული რიტუალია, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ.
ხშირად თანამედროვე მშობლები აღარ ემორჩილებიან უფროსი თაობის ტრადიციებს, რომ ნაძვის ხე მაინცდამაინც 17, 20 ან 25 დეკემბერს უნდა დაიდგას, ან სულაც - 31-ში და საკმაოდ ადრიანად რთავენ ახალი წლის ამ ძირითად აქსესუარს.
მაგალითად, ანუკი არეშიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნაძვის ხე მორთო და ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა (ანუკი არეშიძის ნაძვის ხე - ნიკოლა პირველ ახალ წელს ეგებება).
მოდელმა თიკო ნატროშვილმა, რომელიც ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, უკვე გაახარა ბავშვები და ლამაზი ნაძვის ხე დაუდგა.
მართალია, მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს, ჯერჯერობით შვილები არ ჰყავს, მაგრამ უზარმაზარი ნაძვის ხე უკვე ააწყო და საახალწლო განწყობაც შეიქმნა. თაკო ორსულადაა და პატაროს მოლოდინშია.
სამი შვილის დედა ხატია სიჭინავაც უკვე მზადაა ახალი წლის დასახვედრად. მან შვილების გასახარად მორთო სახლი სადღესასწაულოდ და ბავშვები ნაძვის ხის ქვეშაც აპოზიორა.
თეკლა ჟვანია