მოდელი ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში აღშფოთებული წერს მოდელი ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში აღშფოთებული წერს, რომ მშვიდობის ხიდზე არასრულწლოვნები თავს ესხმიან და ძარცვავენ ადამიანებს.
"მშვიდობის ხიდზე შეიძლება 20 ადამიანი დაგესხას თავს, ჩაგიხტნენ ჯიბეებში, ამოგაცალონ ფული და თან დაგპორჭყნონ და ამ დროს ნული რეაგირება, რადგან თავდამსხმელები არიან არასრულწლოვნები. ჩვენი სტუმარი რომელიც პირველადაა ჩვენს ქვეყანაში, არის შოკში, თან აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ამ მონაკვეთში პირველად არ მომხდარა ეს!!!", - წერს ონაშვილი.
პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა. ბევრი ადასტურებს, რომ მსგავსი შემთხვევები ხიდთან ხშირად ხდება და იქ მომხდარ სხვა შემთხვევებსაც იხსენებენ.
"ზუსტად მაგათ გუშინწინ გაგვიტეხეს მანქანა და ვერავინ ვერ აკავებს".
ნახეთ ვიდეო, როგორ ისჯებიან საქართველოში არასრულწლოვნები
როგორ სჯის ქართული სასამართლო არასრულწლოვნებს
"სამწუხაროდ, მეც დავზარალდი მასე, და პასუხი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ საქმე ეხებოდათ არასრულწლოვან ადამიანებს, რომელთა წინააღდეგ კანონი არ არსებობს. ჩემს სადარბაზოში სამი ბინა გაქურდეს ბოლო ერთ თვეში და რადგან არასრულწლოვნები იყვნენ, მხილებულები ხელშეუხებლები აღმოჩნდნენ. აი, ასეთი დაცული ხალხი ვართ კანონისგან".
"მშვიდობის ხიდი გახდა ყველაზე კრიმინალური ადგილი თბილისში".
მერი ბლიაძე