მისი მსგავსი ვარსკვლავი საქართველოში ემილიაა იუთუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, სულ რაღაც 7 წლისაა. რაიანმა, იუთუბისგან ჯამში 22 მლნ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. აქედან, 11 მილიონი, მხოლოდ გასულ წელს.
ბიჭი, რომელიც თავის ვიდეოებში სათამაშოებით ერთობა და მათზე შთაბეჭდილებებზე საუბრობს, იუთუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი ბლოგერების სიის სათავეშია და 8 ყველაზე მაღალანაზღაურებად ბლოგერთა შორის საპატიო ადგილს იკავებს.
მოზარდ ბიჭუნას ვიდეოს მშობლები უღებენ და არხის მართვაშიც ისინი ეხმარებიან. არხი სახელად "რაიან თოირევი" 2015 წელს შექმნეს და დღეს 17 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო ვიდეოების ნახვები საერთო ჯამში 26 მილიარდია. იუთუბის მომხმარებლებისთვის, რაიანის არხი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ვიდეოს განთავსებიდან რამდენიმე საათში მას უკვე მილიონობით ნახვა ჰქონდა.
ნახეთ რაიანის ერთ-ერთი ვიდეო
7 წლის მილიონერი
ფორბსის ინფორმაციით, 22 მილიონიდან ნაწილი ვიდეოების სარეკლამო პრეროლებისგაანაა გამომუშავებული. ფორბსი ასევე აღნიშნავს, რომ ამ თანხაში მხოლოდ შემოსავლებს ითვლიან და მასში არ არის გათვალისწინებული, მოგების გადასახადი, აგენტებზე მენეჯერებსა და იურისტებზე გაწეული ხარჯები.
აღსანიშნავია ისიც, რომ რაიანის ვიდეოში გამოჩენილი ყველა სათამაშო შესაძლოა დახლებიდან 1 დღეში ამოიყიდოს. ვალმარტმა, სპეციალური განყოფილებაც კი შექმნა, "რაიანის სამყარო". ხოლო ვიდეომ, რომელშიც რაიანი და მისი მშობლები სათამაშოებს არჩევენ, ვალმარტის არხზე, 3 თვის განმავლობაში 14 მილიონი ნახვა ჰქონდა.
ქართულ რეალობაში, რაიანის მსგავსი იუთუბერი პატარა ემილიაა. მან გამოჩენისთანავე მოიგო პატარების გული და პოპულარობით დღეს პირველ ადგილზეა. მარტალია ემილიას შემოსავლები რაიანთან ახლოს ვერ მივა, სამაგიეროდ, პატარა მაყურებლის ნდობა და სიყვარული არ აკლია.
ემილის სააღდგომო ვიდეო, რომელიც ბავშვებს ძალიან გაართობს
ვინ არის ემილი, რომლის ცხოვრებას უამრავი ქართველი ბავშვი ადევნებს თვალს