ამის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში დეკემბრის დადგომასთან ერთად ქალაქში უკვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა და ფუსფუსი. სახლის გასალამაზებლად ადამიანები სხვადასხვა დეკორაციების, სათამაშოების, გრილიანდების და ფერადი ნათურებ მომზადებას იწყებენ.
ცნობილმა ქართველმა მოდელმა ლალი ტოტიკაშვილმა შვილებთან - საბასა და ნიტასთან ერთად უკვე მორთო საახალწლო ნაძვის ხე და ამის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
ლალიმ ნაძვის ხე თეთრი და ცისფერი ყვავილებით გააფორმა. შეამკო ოქროსფერი და ვერცხლისფერი ფოთლებით, რაც განსაკუთრებულ ელფერს და ხიბლს მატებს მას.
ერთი სიტყვით, მისი ნაძვის ხე ისეთი დახვეწილი და ელეგანტურია, როგორც მისი სახლი და თავად დიასახლისი.
დაათვალიერეთ ლალი ტოტიკაშვილის სახლი
მერი ბლიაძე