არქის ბინები ვაზისუბანში
არქის ბინები ვაზისუბანში
დეველოპერული კომპანია არქი არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს და თითოეული მათგანის დაპროექტებაში ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სურს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ბინის შეძენა და მაქსიმალურად წყნარი საცხოვრებელი გარემოს შექმნა - ბინები ვაზისუბანში მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.

ბინები ვაზისუბანში, როგორც არქის ყველა სხვა პროექტი, აშენებულია Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკით, რომელსაც ჩვეულებრივ ბეტონის სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლები თმოგამტარობა აქვს, რაც ხელს უწყობს ოთახის ტემპერატურის შენარჩუნებას და 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება შენობის გასათბობად ან გასაგრილებლად. რაც არამარტო ზოგავს კომუნალურ გადასახადებს, არამედ უფრთხილდება
გარემოს.

ამის გარდა, არქის ბინებს აქვს ხმის საიზოლაციო თანამედროვე სისტემები და აგებულია სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალისგან. არქის პროექტებში დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ლიფტები, რაც უზრუნველყოფს არქელების უსაფრთხოებას. პროექტის ტერიტოტიაზე გათვალისწინებულია ღია და დახურული ავტოსადგომი მეტი კომფორტისთვის, ასევე რეკრეაციული ზონა საბავშვო და სპორტული მოედნებით.

არქი ვაზისუბანი 2-ის კომპლექსის ფასადის მოსაპირკეთებლად საუკეთესო ბელგიური აგური, Weinerberger გამოიყენება. კომპანია ზრუნავს არამხოლოდ პროექტის ხარისხზე, არამედ ცდილობს რომ რაც შეიძლება მოსახერხებელი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს, როგორიცაა გადახდის მოქნილი პირობები, ბინების ფართო არჩევანი და თითოეული მომხმარებლის სურვილზე მორგებული გეგმარება არქის ყველა პროექტში.

მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ რომ იცხოვრონ წყნარ, კომფორტულ და
განსხვავებულ გარემოში, კომპანია არქი მათ სთავაზობს საკმაოდ ფართო არჩევანს ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ვაზისუბანში - მუსხელიშვილის ქუჩაზე, მეტროსთან ახლოს და პატარიძის ქუჩაზე, თბილისის ზღვასთან ახლოს.

ვაზისუბნის პროექტები სწორედ ისეთი მომხმარებლებისთვისაა, რომლებსაც ცენტრისგან მოშორებით სურთ ცხოვრება. მართლაც binebi vazisubanshi გადატვირთული და ხმაურიანი უბნების კარგი ალტერნატივაა. იმის გარდა, რომ ადამიანს შეუძლია გაექცეს გაჭედილ ქუჩებს, არქიმ ორი განსხვავებული ლოკაციით და ოთხი პროექტით მყიდველს საშუალება მისცა უფრო კარგად მოირგოს მომავალი ბინა. მუსხელიშვილის ქუჩაზე განთავსებული ორი პროექტი ვაზისუბანი A და ვაზისუბანი B მეტროდან 5 წუთის სავალზეა და თავისთავად უპირატესობა აქვს, რადგან მარტივი მისადგომია, ხოლო რაც შეეხება პატარიძეზე განთავსებულ ვაზისუბან 2A-სა და ვაზისუბან 2B-ს - ეს პროექტები მანქანით 5 წუთის სავალზეა თბილისის ზღვიდან, რაც ნიშნავს, რომ პროექტის მაცხოვრებელს შეუძლიათ დაისვენონ როგორც საკუთარ ეზოში, ასევე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც განტვირთვისთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი.
177
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Mok
0
წულაია იულიანე ვაშAაააააა
18:03 / 04-12-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```