"დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა" - ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა
"დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა" - ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. მისი ცხედარი თავის სახლში ნახეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
ნიკოლოზ რურუა 2008 წლის 10 ოქტომბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ის საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ნიკა რურუა იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა.
ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი, ელისაბედი, მარიამი
და გიორგი.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში რურუას მეგობრები ეხმიანებიან და გულისტკივილს გამთქვამენ მომხდარის გამო.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს ნიკა რურუას შესახებ, რომელიც მედიაში წლების წინ გაასაჯაროვა: 

ფაქტები ჩემ შესახებ, რომელიც არავინ იცის.
1. ვარ დიპლომირებული მუსიკის მასწავლებელი;
2. მიმუშავია მუშად და მტვირთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში;
3. ვარ დიპლომირებული, მაგრამ არშემდგარი ტელე-რეჟისორი;
4. ვარ იურისპრუდენციის დოქტორი, რომელი ხარისხიც აშშ-ში მომენიჭა;
5. გადაღებული ვარ რამდენიმე ეპიზოდურ როლში პოპულარულ ქართულ ფილმებში: "იყო შაშვი მგალობელი", "უძინართა მზე", "გარსევანი";
6. პირადად შევხვედრივარ ადამიანს, ვინც იცნობდა საბჭოთა დიქტატორ სტალინს;
7. დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა

მერი ბლიაძე

27712
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```