გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა უბედური შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ორი თვის ბავშვი საბავშვო ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც Mshoblebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.