გარდაცვლილ პოლიტიკოსს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილები - ლიზა და მარიამი, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ. ლიზა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულია და საზოგადოების ფართო მასებისთვის ცნობილი "ჩემი სამზარეულოს წესებიდან" გახდა, რომელშიც მონაწილეობას დედასთან, სოფო გორგაძესთან ერთად იღებდა.
"დღეს ეს პატარა მაკაკა, დიდი გოგო საპასუხისმგებლო პროფესიულ კონკურსში გამარჯვებულია, დედიკოსთან ერთად. ლიზა, გილოცავ მამიკო!!! გესახელებინოს საქართველო, როგორც დღეს კახეთი გაახარე!!" - ასე მიულოცა, მაშინ სოციალური ქსელიდან შვილს რეალით შოუში გამარჯვება ნიკა რურუამ.
ნიკა რურუას გარდაცვალების შემდეგ ლიზამ "ფეისბუქზე" მამასთან ერთად, ბავშვობაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყა, წარწერით: "ყოველთვის ჩემს გულში, მამა".