"ჩან­გალს დავ­ტა­ცე ხელი და ვე­ნე­ბი გა­და­ვი­ჭე­რი, რომ მეტი აღარ და­ერ­ტყა" - ქართველი ქალის გამაოგნებელი ნაამბობი
"ჩან­გალს დავ­ტა­ცე ხელი და ვე­ნე­ბი გა­და­ვი­ჭე­რი, რომ მეტი აღარ და­ერ­ტყა" - ქართველი ქალის გამაოგნებელი ნაამბობი
ნია ვა­შა­კი­ძე, 37 წლის, თბი­ლი­სი:
"ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ 21 წლის ასაკ­ში ოჯა­ხის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტე და მე­ო­რედ გავ­თხოვ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩემი კე­თი­ლის­მო­სურ­ნე­ე­ბი, ჩემ გარ­შე­მო მე­უბ­ნე­ბო­და, რომ არ იყო ეს ადა­მი­ა­ნი ის, ვინც მე მე­გო­ნა, მაგ­რამ როცა გიყ­ვარს, მსგავს რჩე­ვებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებ. ის ხალ­ხი, რა­ტომ­ღაც, ჩემი მტე­რი მე­გო­ნა.

რა­ხან ერთხელ უკვე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ქორ­წი­ნე­ბა­ში და მყავ­და შვი­ლი, არ­სე­ბუ­ლი ქმა­რი ყო­ველ­თვის ეჭ­ვის თვა­ლით მი­ყუ­რებ­და. რა­ტომ­ღაც, სულ მარ­წმუ­ნებ­და, რომ მე ცუდი ვი­ყა­ვი. მე კი, სულ მინ­დო­და და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ კარ­გი ვი­ყა­ვი, ყო­ველ­თვის
მტკი­ცე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი. შემ­დეგ უკვე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბაც და­ი­წყო და მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და ძა­ლი­ან აბ­სურ­დუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

მა­გა­ლი­თად, მე­უბ­ნე­ბო­და „მი­თხა­რი, რომ გიყ­ვარ­ვარ“, მეც ვე­უბ­ნე­ბო­დი „კი, მიყ­ვარ­ხარ“, რა­ზეც პა­სუ­ხი იყო "არა, შენ მა­ტყუ­ებ, თქვი სი­მარ­თლე" და ამას ხე­ლის დარ­ტყმა მოყ­ვე­ბო­და, ან კე­დელ­ზე მარ­ტყმე­ვი­ნებ­და თავს, ან ფეხ­საც­მელს მირ­ტყამ­და. ამას ახლა პირ­ვე­ლად ვამ­ბობ ცხოვ­რე­ბა­ში - ამ ყვე­ლა­ფერს სას­ჯე­ლად აღ­ვიქ­ვამ­დი იმის გამო, რომ მეც ცუდი მე­გო­ნა ჩემი თავი და ვცდი­ლობ­დი კარ­გი გავმხდა­რი­ყა­ვი, რომ აღარ და­ერ­ტყა. ვფიქ­რობ­დი, რომ სა­ნამ ჩემ­ში ეჭვი ეპა­რე­ბო­და, მო­ვით­მენ­დი და ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბო­და, როცა მიხ­ვდე­ბო­და რომ კარ­გი ვარ, აღარ და­მარ­ტყამ­და.

ერთხელ ნა­გავ­ში და­ი­წყო ქექ­ვა და მე­ზობ­ლის მიერ
გა­დაყ­რი­ლი კა­ცის ტან­საც­მე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. რა თქმა უნდა, ჩემ­ზე მო­ი­ტა­ნა ეჭვი, შე­მო­ვარ­და სახ­ლში და ეგ­რე­ვე და­მარ­ტყა. ჩან­გალს დავ­ტა­ცე ხელი და ვე­ნე­ბი გა­და­ვი­ჭე­რი, რომ მეტი აღარ და­ერ­ტყა. ის კი, სის­ხლის და­ნახ­ვა­ზე ადგა და წა­ვი­და. იმ მო­მენ­ტში ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი იმით, რომ თავი და­მა­ნე­ბა. სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ჩეხ­ვა მერ­ჩივ­ნა.

სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იდგა და როცა სახ­ლი­დან გა­დი­ო­და ეგ­რე­ვე მი­რე­კავ­და ხოლ­მე. მო­ბი­ლუ­რის ქო­ნის უფ­ლე­ბა მე არ მქონ­და. რომ და­რე­კავ­და პირ­ვე­ლი­ვე ზარ­ზე ან მაქ­სი­მუმ მე­ო­რე­ზე ტე­ლე­ფო­ნი რომ არ ამე­ღო, ცემა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მექ­ნე­ბო­და. მთე­ლი ექ­ვსი წელი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვი­ჯე­ქი, რომ და­რეკ­ვის­თა­ნა­ვე მე­პა­სუ­ხა. თვე­ე­ბი ისე გა­დი­ო­და, ეზოს გა­რეთ არ გავ­დი­ო­დი. ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი მქონ­და, ჩემი მე­გობ­რე­ბი ვერ მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­თან. ბავ­შვი თუ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში აც­რა­ზე მიმ­ყავ­და, დათ­ქმულ დროს თუ არ დავ­რბუნ­დე­ბო­დი, ცემა არ ამ­ცდე­ბო­და. ასეთ ცხოვ­რე­ბას ცი­ხე­ში ჯდო­მა ჯობ­და.

ეს ყვე­ლა­ფე­რი 6 წლის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო მე­ჩხუ­ბე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, „რა­ტომ შე­მო­ვი­და ბუზი ფან­ჯა­რა­ში?!“ - ამის გამო მირ­ტყამ­და. ტე­ლე­ფო­ნის კა­ბე­ლი გა­ფუჭ­და? „რა­ტომ გა­ფუჭ­და? შენ გა­ა­ფუ­ჭე!“ - აი, მსგავს ამ­ბებ­ში ვი­ყა­ვი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამას და­მა­ტე­ბუ­ლი შიმ­ში­ლი, არ მაჭ­მევ­და იმი­ტომ, რომ მისი აზ­რით არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლი ვი­ყა­ვი.

მახ­სოვს, ერ­თმა მო­ხუც­მა, მე­ზობ­ლის ქალ­მა მი­თხრა, რა ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი ჩემს შვი­ლიშ­ვილს შენ­ნა­ი­რი გოგო მო­ეყ­ვა­ნა ცო­ლა­დო. იმ მო­მენ­ტში ის ქალი სუ­ლე­ლი მე­გო­ნა, ამან არ იცის რა ცუდი ვარ-მეთ­ქი. ვუ­თხა­რი კი­დე­ვაც, არ ვარ ეგე­თი კარ­გი-თქო. ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ დავ­შო­რე­ბო­დი, მაგ­რამ მა­ინც მე­გო­ნა უნდა გა­მოვსწო­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და მერე აღარ და­მარ­ტყამ­და.

სა­კუ­თარ სახ­ლში ვი­ყა­ვი, ნა­ცე­მი, და­ლი­ლა­ვე­ბუ­ლი და მში­ე­რი. სულ თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლი დავ­დი­ო­დი, სი­ა­რუ­ლი­სას თავი დაბ­ლა მქონ­და დახ­რი­ლი. ამ­დე­ნი ძა­ლა­დო­ბის­გან, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლიც გა­მიქ­რა და ყვე­ლა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლიც. ერთ დღე­საც, სახ­ლი­დან რომ გა­ვი­და, გა­დავ­კე­ტე კა­რე­ბი და აღარ შე­მო­ვუშ­ვი. კი­დევ კარ­გი ჩემს ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი. სახ­ლში რომ აღარ შე­მო­ვუშ­ვი, გა­უკ­ვირ­და, მუ­ქა­რით მო­მად­გა. პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში, ძალა მო­ვიკ­რი­ბე და პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხე. ცალ­კე პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ვი­ნერ­ვი­უ­ლე. თუმ­ცა, რომ მო­ვიდ­ნენ, მე გვერ­დზე გა­მიყ­ვა­ნეს, მო­მა­რი­დეს მო­ძა­ლა­დეს, ის კი გა­უშ­ვეს. ტე­ლე­ფო­ნით აგ­რძე­ლებ­და მუ­ქა­რას. ჩემი ახალ­ნა­ყი­დი მან­ქა­ნა და­ნით გა­მი­ჩხაპ­ნა, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბო­და იმ და­ნით მე მო­ვე­კა­ლი.

ერთხე­ლაც, რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხა ჩემ­თან შე­მოს­ვლა, და­მი­ჭი­რა და სა­ნაგ­ვე ბუნ­კერ­ში მტე­ნი­და. კი­დევ ერთხელ გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ის გაქ­ცე­უ­ლი იყო და ვე­ღარ მო­უს­წრეს. იმ დღი­დან და­ი­წყო და ყო­ველ დღე პო­ლი­ცი­ა­ში ვრე­კავ­დი. პატ­რულ­მა ვე­რა­ფე­რი რომ მო­უ­ხერ­ხა, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია მო­ვი­და და იმის ახ­სნა და­მი­წყეს, რომ ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტია და ჩვენ დღეს ვი­ჩხუ­ბებთ და ხვალ შევ­რიგ­დე­ბით და ა.შ. თუმ­ცა, არ დავ­ნებ­დი, დღე­ში ორ­ჯერ მივ­დი­ო­დი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და მიხ­ვდნენ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი. აი, მას მერე და­ი­წყეს მისი დევ­ნა. უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი ჩა­ე­რია საქ­მე­ში, და­ა­ში­ნეს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცემ­დნენ მის საქ­მეს, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და შე­მეშ­ვა. მე რომ ამ­დე­ნი არ მებ­რძო­ლა და ამ­დე­ნი არ მევ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში (რომ­ლე­ბიც, ძა­ლი­ან ხში­რად, იცი­ნოდ­ნენ ჩემს შემ­თხვე­ვა­ზე), მას ალ­ბათ ვე­რა­ფე­რი შე­ა­კა­ვებ­და. 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად დავ­დი­ო­დი პო­ლი­ცი­ა­ში და ვი­ძა­ხებ­დი პატ­რულს.

როცა მო­ძა­ლა­დეს ვცილ­დე­ბო­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი, ძვე­ლი თა­ო­ბის ხალ­ხი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ კარ­გია რომ ვცილ­დე­ბი, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, ბევ­რი ამ­ბობ­და რა­ტომ სცილ­დე­ბი, მერე რა რომ გირ­ტყამ­სო?! რომ გა­ცილ­დე­ბი ეგ რტყმაც კი მო­გე­ნატ­რე­ბაო. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, თუ გა­ცილ­დე­ბი გზას აც­დე­ბი და ა.შ. მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბით მი­ტე­ნიდ­ნენ თავს. ძა­ლი­ან ხში­რად მი­ფიქ­რია, მას­თან რომ გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი ან მკვდა­რი ვიქ­ნე­ბო­დი ან ცი­ხე­ში ვიჯ­დე­ბო­დი, ან ის მომ­კლავ­და ან მე მოვ­კლავ­დი.

ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად 4-5 წელი დამ­ჭირ­და. როცა სა­ბო­ლო­ოდ მას და ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრესს თავი და­ვაღ­წიე, მინ­დო­და აქ­ტი­უ­რად მე­ცხოვ­რა. ჩემს სახ­ლთან ფიტ­ნეს კლუ­ბი იყო და სულ ვფიქ­რობ­დი ნე­ტა­ვი, აქ ჩა­მიყ­ვა­ნა­თქო. ჯერ ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი შე­ვიყ­ვა­ნე და შემ­დეგ, მეც და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში.

ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის დაძ­ლე­ვა­ში. მო­მე­მა­ტა თვითრწმე­ნა, რაც მა­ნამ­დე სრუ­ლე­ბით არ მქონ­და. შე­მეც­ვა­ლა სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა, ადრე თუ თავ­ჩაქ­რინ­დრუ­ლი დავ­დი­ო­დი, მხრებ­ში გა­მარ­თულ­მა და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. ძა­ლით მოხ­ვე­უ­ლი მსხვერ­პლის როლი რომ მქონ­და, ის გაქ­რა. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ჩემი ვი­პო­ვე და გა­დავ­წყვი­ტე ეს საქ­მე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­მეს­წავ­ლა და ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტო­რი გავმხდა­რი­ყა­ვი. დღეს მე თვი­თონ მიკ­ვირს თუ ვინ­მე მირ­ტყამ­და და ამ­დე­ნი რა­ღაც გა­მო­ვი­ა­რე“.

ავ­ტო­რი: ნინო გა­მი­სო­ნია ფოტო: ნინო ბა­ი­და­უ­რი

© 2018 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან
784
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```