მომხმარებლების თხოვნით, კიდევ ერთხელ, 50-60%-იანი ფასდაკლება - ყველაზე დიდი OUTLET ფესტივალი
მომხმარებლების თხოვნით, კიდევ ერთხელ, 50-60%-იანი ფასდაკლება - ყველაზე დიდი OUTLET ფესტივალი
როგორც ცოტა ხნის წინ ვწერდი, 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გრანდიოზული „აუთლეტ ფესტივალი“ იყო „ბიბლუსში“ და ძალიან ბევრმა ადამიანმა მართლა მინიმალურ ფასებში შეიძინა მისთვის სასურველი წიგნები თუ საკანცელარიო ნივთები - 1 ლარადაც კი. მე პირადად ჩემი საყვარელი რამდენიმე მწერლის ისეთი კარგ წიგნი ჩამივარდა ხელში, სულ კაპიკებში, რომ უზომოდ კმაყოფილი დავბრუნდი სახლში.

მაშინ დაგპირდით, რომ ასეთ უნიკალურ შესაძლებლობებს არ გამოგაპარებთ ხოლმე. პირობას ვასრულებ და კიდევ ერთ მაგარ აქციაზე მოგახსენებთ.

როგორც აღმოჩნდა, ჩემ გარდა უამრავი ადამიანი დარჩა კმაყოფილი და ამ შედეგებმა ორგანიზატორებსაც
გაუჩინა სურვილი, კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთონ ერთგულ მომხმარებლებს.
mshoblebi
უკვე ამ შაბათ-კვირას, 7-8 დეკემბერს ძალიან საინტერესო ღონისძიება იგეგმება - ამჯერად, „ექსპო-ჯორჯიაში“, მე-11 პავილიონში. სკოლების გრანდიოზულ გამოფენაზე „ბიბლუსი“ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი და კიდევ ერთ აუთლეტ ფესტივალს აჩუქებს მკითხველს.

7 დეკემბერს მე და თქვენ ყველას, ვინც არ დაიზარებთ და მოხვალთ ამ ღონისძიებაზე, 50%-იანი ფასდაკლება გველის, 8 დეკემბერს კი - 60%-იანი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ წიგნები, არამედ სხვა პროდუქციაც - სათამაშოები, ხელსაქმის ნივთები და საკანცელარიო ნივთები.
ასე რომ, დავირაზმოთ და წავიდეთ, ოღონდ მარტო არა - ბავშვებითურთ, მათ ხომ არანაკლები სიურპრიზები ელოდებათ იქ.
ნია - „წიგნის ჭია“
:)
612
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```