"დრრრინკიტიკიტი" - ვინ არის წყვილი, რომლის სიმღერის ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ცოლ-ქმრის მიერ გადაღებული სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა. ცოლ-ქმარი ქართულ სიმღერას განსხვავებული ინტერპრეტაციით ასრულებს. როგორც გავარკვიეთ, თეკლა ერქვანიძე და გიორგი ალანია ჩინეთში ცხოვრობენ და საქართველოს მონატრებას ასე პოზიტიურად და მხიარულად იქარვებენ.

- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 2014 წელს გავიცანით, მაგრამ 2016 წლიდან დავახლოვდით. მას მერე ვართ ერთად. 2017 წლის სექტემბერში კი დავქორწინდით.


- ჩინეთში როგორ აღმოჩნდით?

- ჩინეთში მე ადრეც ვიყავი სასწავლებლად და ამიტომ სულ ვაპირებდი დაბრუნებას. მსურდა მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. აქ წამოსვლის იდეა ჩემს

მეუღლესაც მოეწონა და ქორწილის შემდეგ წამოვედით. ვმუშაობთ და ვსწავლობთ. ჯერჯერობით აქ ყოფნას ვაპირებთ 1-2 წელი მაინც, სანამ სწავლას დავამთავრებ.

mshoblebi

- თქვენმა ვიდომ სრულიად ინტერნეტი მოიცვა, ელოდით ამ რეაქციას?

- რა თქმა უნდა არა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რეაქცია მოყვებოდა. უბრალოდ ჩვენთვის გავერთეთ და შე3მდეგ ჩემს პირად გვერდზე ავტვირთე.


- როგორი შეგრძნებაა, როცა ერთ დილით ინტერნეტვარსკვლავის სტატუსით იღვიძებ?

- ინტერნეტვარსკვლავი ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მეცინება ამ სიტყვაზე, მაგრამ მართლა საოცრება დატრიალდა. ერთ დღეში ათასობით გაზიარება და ნახვა ჰქონდა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სასი

ამოვნო შეგრძნებაა, როცა ხედავ ხალხს მოსწონს და ამდენ კეთილ კომენტარს გიწერენ, მაგრამ თან ამ ვიდეოს დანახვა აღარ შეგვიძლია (იცინის).


- მუსიკალური განათლება გაქვთ?

- ბავშვობაში მუსიკალური სკოლის შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. დანარჩენი ჩვენით ვისწავლეთ, რაშიც ოჯახებიც ხელს გვიწყობდა. ჩემი ქმარი მსახიობია. წლების განმავლობაში გადაცემა „ეკოვიზიის” ტელეწამყვანი იყო. მღერის კიდეც, თან უფრო სერიოზულად, ვიდრე მე.

mshoblebi

- ჩინეთზეც გვესაუბრეთ. როგორი ქვეყანაა, რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

- ჩინეთი ძალიან ძლიერი ქვეყანაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა განვითარების პიკშია. გამუდმებით შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ, რადგან ჯერ ბევრი რამე არ ვიცით, თან ძალიან სწრაფად ცვალებადი ქვეყანაა. ბევრი რაღაც დადებითად გვაოცებს ხოლმე, ტექნოლოგიური განვითარება, ინფრასტრუქტურა, გამწვანება, და ა.შ. თუმცა ბევრი რაღაც ჩვენთვის მიუღებელი და რთულად შესაგუებელია.


- ჩინელი მეგობრები თუ გყავთ და მათაც თუ ასმენინებთ ქართულ სიმღერებს?

- ბევრი ჩინელი მეგობარი არ გვყავს. რამდენიმე გვყავს, თანამშრომლები, კურსელები. რა თქმა უნდა, ვასმენინებთ და მათთვისაც კი გვიმღერებინებია ქართული სიმღერები.


- რას ეტყვით ადამიანებს, ვინც ასე თბილად და პოზიტიურად მიიღო თქვენი ვიდეო?

- მადლობას ვეტყვი ამ ადამიანებს. არ ველოდით ამხელა ამბავს, მითუმეტეს ამდენ კეთილ კომენტარს და დამოკიდებულებას. გვიხარია, რომ ხუმრობა ყველამ გაიგო და ამდენი დაძაბულობის და უარყოფითის ფონზე, ვფიქრობ გახალისდა კიდეც ხალხი.
mshoblebi

მერი ბლიაძე


alt"ეს ცეკვა ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი" - რას ამბობს ქალი, რომელმაც შვილების ქორწილში რძლებთან ერთად "სამაია" იცეკვა


9178
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
მანჩო
0
თეკლა და გიორგი უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ!!!მიყვარხართ მე თქვენ!!უნიჭიერესი ბავშვები ხართ!!❤️❤️❤️❤️❤️
13:32 / 08-12-2018
ქეთი
0
გიო და თეკლა ძალიან საყვარლები ხართ და ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ მთელი ცხოვრება და გაგამრავლოთ.თეკლა შენს ფბ გვერდზე დადებული თქვენი ვიდეოები, ცეკვა ისე მახალისებს, რამდენჯერმე ვუყურე. წარმატებებს გისურვებთ!
08:53 / 08-12-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```