მე და ჩემი მეუღლე ჩინეთში ვცხოვრობთ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ცოლ-ქმრის მიერ გადაღებული სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა. ცოლ-ქმარი ქართულ სიმღერას განსხვავებული ინტერპრეტაციით ასრულებს. როგორც გავარკვიეთ, თეკლა ერქვანიძე და გიორგი ალანია ჩინეთში ცხოვრობენ და საქართველოს მონატრებას ასე პოზიტიურად და მხიარულად იქარვებენ.
- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 2014 წელს გავიცანით, მაგრამ 2016 წლიდან დავახლოვდით. მას მერე ვართ ერთად. 2017 წლის სექტემბერში კი დავქორწინდით.
- ჩინეთში მე ადრეც ვიყავი სასწავლებლად და ამიტომ სულ ვაპირებდი დაბრუნებას. მსურდა მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. აქ წამოსვლის იდეა ჩემს მეუღლესაც მოეწონა და ქორწილის შემდეგ წამოვედით. ვმუშაობთ და ვსწავლობთ. ჯერჯერობით აქ ყოფნას ვაპირებთ 1-2 წელი მაინც, სანამ სწავლას დავამთავრებ.
- რა თქმა უნდა არა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რეაქცია მოყვებოდა. უბრალოდ ჩვენთვის გავერთეთ და შე3მდეგ ჩემს პირად გვერდზე ავტვირთე.
- ინტერნეტვარსკვლავი ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მეცინება ამ სიტყვაზე, მაგრამ მართლა საოცრება დატრიალდა. ერთ დღეში ათასობით გაზიარება და ნახვა ჰქონდა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ხედავ ხალხს მოსწონს და ამდენ კეთილ კომენტარს გიწერენ, მაგრამ თან ამ ვიდეოს დანახვა აღარ შეგვიძლია (იცინის).
- ბავშვობაში მუსიკალური სკოლის შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. დანარჩენი ჩვენით ვისწავლეთ, რაშიც ოჯახებიც ხელს გვიწყობდა. ჩემი ქმარი მსახიობია. წლების განმავლობაში გადაცემა „ეკოვიზიის” ტელეწამყვანი იყო. მღერის კიდეც, თან უფრო სერიოზულად, ვიდრე მე.
- ჩინეთი ძალიან ძლიერი ქვეყანაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა განვითარების პიკშია. გამუდმებით შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ, რადგან ჯერ ბევრი რამე არ ვიცით, თან ძალიან სწრაფად ცვალებადი ქვეყანაა. ბევრი რაღაც დადებითად გვაოცებს ხოლმე, ტექნოლოგიური განვითარება, ინფრასტრუქტურა, გამწვანება, და ა.შ. თუმცა ბევრი რაღაც ჩვენთვის მიუღებელი და რთულად შესაგუებელია.
- ბევრი ჩინელი მეგობარი არ გვყავს. რამდენიმე გვყავს, თანამშრომლები, კურსელები. რა თქმა უნდა, ვასმენინებთ და მათთვისაც კი გვიმღერებინებია ქართული სიმღერები.
- მადლობას ვეტყვი ამ ადამიანებს. არ ველოდით ამხელა ამბავს, მითუმეტეს ამდენ კეთილ კომენტარს და დამოკიდებულებას. გვიხარია, რომ ხუმრობა ყველამ გაიგო და ამდენი დაძაბულობის და უარყოფითის ფონზე, ვფიქრობ გახალისდა კიდეც ხალხი.
მერი ბლიაძე