რატომ უნდა ვიყიდოთ შეფუთული და ეტიკეტირებული პროდუქცია
რატომ უნდა ვიყიდოთ შეფუთული და ეტიკეტირებული პროდუქცია
სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზა­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდას­თან ერ­თად იხ­ვე­წე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. იზ­რდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მო­თხოვ­ნე­ბი და სტან­დარ­ტე­ბიც მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის მი­მართ. პრო­დუქ­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ერთ-ერთი სა­კი­თხი არის ფორ­მა, რომ­ლი­თაც მისი რე­ა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, არის თუ არა ის შე­ფუ­თუ­ლი, და­ცუ­ლი გარე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან და ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი - მომ­ხმა­რე­ბელს აქვს თუ არა ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­სხვავ­დე­ბა ამ სტან­დარ­ტის­გან. ბევ­რი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის პრო­დუქ­ტი ასა­წო­ნი სა­ხით იყი­დე­ბა. რე­ა­ლუ­რად კი დროა, რომ ყვე­ლა მწარ­მო­ე­ბელ­მა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს შე­ფუ­თუ­ლი სა­ხით შეს­თა­ვა­ზონ, რად­გან შე­ფუთ­ვა. ეს
არის თა­ნა­მედ­რო­ვე, ცი­ვი­ლუ­რი სტან­დარ­ტი, სა­დაც პრო­დუქ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლია.

ბოლო დროს ბევ­რმა დიდ­მა და მცი­რე წარ­მო­ე­ბამ და­ი­წყო პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვა. ერთ-ერ­თია 20 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს თით­ქმის ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს და­ცულ შე­ფუთ­ვა­ში. რო­გორც „ნი­კო­რას“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ანა კო­შა­ძე გან­მარ­ტავს, ეს არის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტი და მო­ხა­რუ­ლე­ბი არი­ან, რომ „ნი­კო­რა“ ამ მხრი­ვაც, დროს და მო­თხოვ­ნებს ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბა.

„სა­მო­მავ­ლოდ, სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტის ამ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვლა იგეგ­მე­ბა. რე­ა­ლუ­რად შე­ფუ­თულ პრო­დუქტს ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ფასი უც­ვლე­ლია და ის ასა­წო­ნი პრო­დუქ­ტის იდენ­ტუ­რი დარ­ჩა. და­გი­ზო­გავთ დროს, არ სჭირ­დე­ბა აწო­ნის­თვის რიგ­ში დგო­მა. პრო­დუქ­ტი სა­წარ­მო­დან დახ­ლამ­დე და
დახ­ლი­დან სახ­ლებ­ში ისე გა­დის გზას, რომ მას­ზე გა­რე­მო ზე­მოქ­მე­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. უფრო მარ­ტი­ვია ვა­დის კონ­ტრო­ლიც, რად­გან თა­რი­ღე­ბი შე­ფუთ­ვა­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი. შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს. მა­ცი­ვარ­შიც სხვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მცირ­დე­ბა. ფაქ­ტი­უ­რად მომ­ხმა­რე­ბე­ლი იღებს მეტ კომ­ფორ­ტს უც­ვლელ ფა­სად. პრო­დუქ­ტის გა­მოშ­ვე­ბამ­დე გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ ბა­ზა­რი. დავ­დგი­ნეთ, რა რა­ო­დე­ნო­ბის მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლობს მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე ხში­რად. სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით შე­ირ­ჩა გრა­მა­ჟე­ბი. ამ­ჟა­მად, გა­ყიდ­ვა­შია ერთი და იმა­ვე პრო­დუქ­ტის რამ­დე­ნი­მე გრა­მა­ჟი,“- გან­მარ­ტავს ანა კო­შა­ძე.

შე­ფუ­თულ პრო­დუქტს დიდ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად შე­და­რე­ბით მცი­რე მწარ­მო­ებ­ლე­ბიც სთა­ვა­ზო­ბენ მომ­ხმა­რებ­ლებს. ერთ-ერთი ასე­თია „სკი­ჯი“, რომ­ლის მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ჩი­რის სა­წარ­მოც გუ­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს და სწო­რედ იქ ხდე­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა, სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით შე­ფუთ­ვა და შემ­დეგ რე­ა­ლი­ზა­ცია.

„სკი­ჯი“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ამ­ჟა­მად შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი უფრო კონ­კუ­რენ­ტუ­ლია, ვიდ­რე შე­სა­ფუ­თი. სა­წყის ეტაპ­ზე, როცა ჩი­რის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო შე­სა­ფუთ­საც ყი­დი­და და შე­ფუ­თულ­საც, თუმ­ცა რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, შე­ფუ­თულ­ზე მეტი მო­თხოვ­ნა იყო, ვიდ­რე შე­სა­ფუთ­ზე.

„სა­ხელ­მწი­ფო­ში არის სტან­დარ­ტი, რომ გა­სა­ყი­დი პრო­დუქ­ტი უნდა იყოს ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი და შე­ფუ­თუ­ლი. შე­ფუთ­ვა­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს ინ­ფორ­მა­ცია ვა­დის, შე­მად­გენ­ლო­ბის, გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღის შე­სა­ხებ. ჩვენ ვი­ცავთ ამ წესს. შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია და­ცუ­ლია ყო­ველ­გვა­რი გა­რე­მო და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა და ხე­ლით შე­ხე­ბის­გან, არ იღებს მტვერს, და­ცუ­ლია გა­ფუ­ჭე­ბის­გან. ქარ­თუ­ლი ნუგ­ბა­რის ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი უკა­ვია შე­უ­ფუ­თავ პრო­დუქ­ცი­ას. ხში­რად მცი­რე გლე­ხუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვა­სა და ეტი­კე­ტი­რე­ბას. თუმ­ცა ბა­ზარ­ზე იმ­დე­ნად მომ­რა­ვალ­და შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი და ის იმ­დე­ნად დიდ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს შე­უ­ფუ­თავს, რომ მალე გლე­ხუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბიც დარ­წმუნ­დე­ბი­ან შე­ფუთ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში. მათ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ იაფი შე­სა­ფუ­თი ქა­ღალ­დი ან რამე კრე­ა­ტი­უ­ლი და და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი მო­ი­ფიქ­რონ, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მალე ამის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ,“- გან­მარ­ტავს და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

სა­ბო­ლო­ოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მწარ­მო­ებ­ლის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა იზ­რდე­ბა მომ­ხმა­რებ­ლიც ცნო­ბი­ე­რე­ბაც და უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას შე­ფუ­თულ და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ცი­ას.
133
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```