ბავშვს ცერებრალური დამბლა აქვს ბადრი მეგრელიშვილი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლიდანაა. მისი ცხოვრება ტრაგიკული და სევდით აღსავსეა. 25 წლის იყო, როცა ახლად შერთული მეუღლე გარდაეცვალა. დარჩა 10 თვის ვაჟი. ბავშვი ბებიის დახმარებით გაზარდა. წლების შემდეგ, კვლავ გადაწყვიტა ოჯახის შექმნა. ამბობს, რომ საოცარი მეუღლე შეხვდა - მეოჯახე, მზრუნველი, მოსიყვარულე. თუმცა მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა.
დარჩა მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს. დღეს მამა-შვილი ცხოვრებისეულ სირთულეებს, გაჭირვებას ერთად უმკლავდება. ბატონ ბადრის სტაბილური სამსახური არ აქვს. ზოგჯერ დღიურად მუშაობს მუშად. ამ დროს პატარა თან დაჰყავს.
გოგონას ხშირად ახსენდება დედა და შუაღამისას მის სურათს ჩახუტებული, აცრემლებული თვალებით იძინებს... მამა-შვილი "ნანუკას შოუში" იყო სტუმრად. შეგიძლიათ, ვიდეოში იხილოთ დანარჩენი.