ამ ადამიანებს დალტონიზმი აქვთ - მხედველობის დეფექტი ამ ადამიანებს დალტონიზმი აქვთ - მხედველობის დეფექტი, როდესაც ადამიანი ვერ არჩევს ერთმანეთისაგან ზოგიერთ ფერს, ან შეიძლება - მხოლოდ შავ-თეთრად ხედავდეს სამყაროს.
სულ ცოტა ხნის წინ გამოიგონეს სათვალე, რომელიც ამ ადამიანებს ფერების დანახვაში ეხმარება და ვიდეოზე ასახულია, რა რეაქცია აქვთ მათ, როცა პირველად ხედავენ ფერებს... მართლაც ძალიან ემოციური ვიდეოა.
დაავადება უმეტესად ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს, ვიდრე შეძენითს. მისით დაავადებული არიან არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველებიც. დაავადების მთავარი განსაკუთრებულობა მდგომარეობს რამდენიმე ფერის განსხვავების შეუძლებლობაში.
ადამიანის ბადურას აქვს სამი რეცეპტორი, რომელთაგან ყოველი მათგანი პასუხს აგებს სამი ფერის - წითელის, ლურჯის და მწვანე ფერის აღქმაზე. ნორმალურ ჯანმრთელ ადამიანებს მათი მაჩვენებლები ნორმაში აქვთ, ამიტომ მათ შეუძლიათ განასხვავონ ეს ფერები.
ფერების განსხვავების უნარი ადამიანმა შეიძლება დაკარგოს თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ ან ინფარქტის და ინსულტის გადატანის შემდეგ. შეუძლებელია მუდმივად დალტონიკად ყოფნის შეწყვეტა. ითვლება, რომ დალტონიკები, რომლებიც ერთ რომელიმე ფერს ვერ აღიქვამენ, სამაგიეროდ შეუძლიათ აღიქვან სხვა ფერების უამრავი რაოდენობის შეფერილობა, ხოლო მათი მხედველობის სიმახვილე ხშირად აღემატება ჯანმრთელი ადამიანის სიმახვილეს.
სტატისტიკის თანახმად, უმეტესი ადამიანი, ვინც დალტონიზმით არის დაავადებული, არიან მამაკაცები. ასევე რიცხოვნობით ეს დაავადება აქვს ყოველ მეათე ადამიანს პლანეტაზე.
იხილეთ კიდევ ერთი ემოციური ვიდეო
ადამიანები, რომლებიც პირველად ხედავენ ფერებს