ელა და ალექსანდერი უკვე 1 წლისანი არიან, თუმცა აქამდე მათი ფოტო არსად გაჭაჭანებულა როგორ იცით, ცნობილმა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ საკმაოდ გვიან შეირთო ცოლი - ადვოკატი ამალ კლუნი და მამაც გვიან გახდა. მისი ტყუპი - ელა და ალექსანდერი უკვე 1 წლისანი არიან, თუმცა აქამდე მათი ფოტო არსად გაჭაჭანებულა. წყვილი მაქსიმალურად იცავდა ბავშვებს საჯაროობისგან და არავინ იცოდა, როგორები იყვნენ ჯორჯის ბავშვები.
ახლა კი მათ მსოფლიო იცნობს. პაპარაცებმა ელა და ალექსანდრე ფირზე აღბეჭდეს - სასტუმროდან გამოსულ ამალს ეჭირა ისინი ხელში.